არა წუწუნის,არამედ გაბედულად მოქმედების დროა!

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დიდ გამოხმაურებას პოვებს სოციალურ ქსელებში. სამწუხაროდ, მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ხშირია უიმედო სტატუსები. ერთ-ერთ მათგანზე თემურ შაშიაშვილმა თავისი კომენტარი გააკეთა:

“ქვეყანა უნდა წავართვათ ნაცებსა და ქოცებს…არავითარი წუწუნი…ვინც კაცია ამ ბრძოლაში უნდა დადგეს სიცოცხლის ფასად.ასეთ გუნდს დაუჯერებს ხალხი,ასეთ გუნდს ანგარიშს გაუწევს უცხოეთი.საქართველოში უნდა დამთავრდეს თეთრი სახლისა და კრემლის მსახურთა პარპაში! უნდა მოვიდეს საქართველოს მოსახლეობის,ქართველი ხალხის,ქართული იდეის მსახური ხელისუფლება.ასეთი ხელისუფლება არავის ფეხქვეშ არ გაეგება,იმეგობრებს აშშ -თანაც,ევროპასთანაც და დაალაგებს ურთიერთობებს მეზობლებთან,უპირველესად რუსეთთან.

ნუ გვეშინია ამ განწყობის.ყველა,ვინც ამბობს,რომ რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან თუ არ ვიქენით კარგად,ვერ ვიარსებებთო,ამით უნდა თუ არა ეს,ან ნაცია,ან ქოცი,ან არ ესმის დავით აღმაშენებლის მთავარი მონაპოვარი…მან ღვთითკურთხეული საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აქცია პოლიტიკად:არავის ფეხქვეშ არ ეგებოდა,ყველასთვის საინტერესო გახადა საქართველო და ყველასთან მეგობრობდა. არც ძალა უნდა და არც დიპლომატია ერთ რონელიმე ქვეყნის ვასალობას,ძალა და დიპლომატია უნდა ყველასთან კარგად ყოფნას და ურთიერთობის დალაგებას.ასეთი მორალური გუნდია საჭირო,რომელსაც ფულს არავინ მისცემს,მაგრამ ამ გუნდს სუფთა და შიშველი ხელებით შეუძლია უიმედობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის მოხრაობაში მიყვანა მომავლის საქართველოსთვის!

სწორედ ამ მიზანს ემსახურება მეცნიერთა მიერ შემუშავებული კონცეფცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და დავითობას , გელათში,მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული პროგრამული დოკუმენტი “ახალი განზომილება-რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”,რომელთა ნახვა შეგიძლიათ აქვე www.civilizebuli.ge.ამ საკითხებზე ვსაუბრობ ყოველი ოთხშაბათის ოთხისაათის ჩემს და მეცნიერთა -ყოველი პარასკევის ოთხი საათის ფეისბუკკონფერენციაზე,რომელიც გადაიცემა ოირდაპირ ეთერში,მხოლიდ ფეისბუკზე,რადგან ქართული სატელევიზიო სივრცე ქართული აღარ არის-ებრძვის საქართველოს.

ამ კონფერენციებში მონაწილეობა შეუძლია ყველას (ვახტანგ ბოჭორიშვილის 37 ა).

არა წუწუნის,არამედ გაბედულად მოქმედების დროა!

ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!”

აღნიშნული კომენტარი “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა გააკეთა მალხაზ ძიძიგურის სტატუსზე

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *