ახლა კი,მართლაც ,მოქმედების დროა!

აშშ-ის სომხური ლობისტური ფირმის რიგითი “კუკლა”საქართველოს პრეზიდენტად აქციეს.

რის საფასურად?

რასაც დღეს სააკაშვილია უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებს,ეს არის კკბ -ს საოცნებო სცენარი,დიდი საჩუქარი პუტინისთვის.

ახლა კი,მართლაც ,მოქმედების დროა.ახლა გამოჩნდება,ვინ ვინ ვართ,მართლა გაიყიდა ინტელიგენცია,თუ ღირსებით დგას საქართველოსთან!

სააკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში..ის სექტანტურ-ულტრალიბერალური ჯგუფები კი,ვინც მას მართავენ, ნამდვილად საშიშია.

ამ ჯგუფებმა ჩაიყვანეს შევარდნაძე და ჟვანია “პეტერსონ ბენქლაფის” სომხურ ლობისტურ ფირმაში და რიგითი “კუკლა” საქართველოს პრეზიდენტად აქვიეს.
რა მსხვერპლის ფასად?

● მეცნიერების, განათლების,კულტურის გაწირვის,ეკონომიკის განადგურების…ქვეყნის მოსახლეობის განახევრების ფასად.

● უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად…ჩაცხრილეს უდანაშაულო ბიჭები,გზიდსნ ჩამოიცილეს ზურაბ ჟვანია,ბადრი პატარკაციშვილი, სასიკვდილოდ გაიმეტეს აკადემიური წრეები,მოაზროვნე ადამიანები.. მოსახლეობის უფიდესი ნაწილი მსჯავრდებულად აქციეს..

მთავარი მსხვერპლი ხალხი და ქვეყანაა.საჭირო იყო ქვეყნის დამშევა და დაუძლურება,რომ ხალხი ადვილად მართვადად ექციათ.ძლიერი საშუალო ფენის საქართველოში,სააკაშვილი არარაობა იქნებოდა…დამშეულში კი, მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობა – “ოცნების” მიერ დანიშნული,ხაზს ვუსვამ,დანიშნული ბიზნესმენების შემწეობითა და წყალობით-ლიდერია,კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლია,ნაციონალურია.

რომ არა ქვეყნის გარეთ დაწერილი პროგრამით დამშეული და დაუძლურებული ხალხი,როგორ შეიძლებოდა მას ხალხის თვალში შექმნოდა სახელი:

●ანტიშევარდნაძისტის

კაცს,რომელსაც ყველაფერი შევარდნაძემ გაუკეთა-ჩამოიყვანა(უფრო სწორად გამოატანეს),მეორე კაცად აქცია პარტიაში თავის შემდგომ, უმრავლესობის ლიდერად პარლამენტში,მთავარ მინისტრად -მთავრობაში,პირველ კაცად ქვეყანაში.

● ეროვნულის

კაცს,რომელიც მახინჯი ლიბრალურ- გლობალისტური იდერბითაა დატვირთული..

● კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის

კაცს თავის ნატურით,მეგობრებით, ოჯახით ფულზე გაგიჟებულს..

● დემოკრატის

კაცს,რომელიც არის ჩამოყალიბებული დიქტატორი,ამ სიტყვის ყველაზე უხეში გაგებით..

● საქმის კაცის,მშენებლის

კაცს,რომელმაც მოქკავშირიდან მოყოლებული,ნულოვანი აყქციონით ჯართად აქცია სამუშაო ადგილები..

●რუსეთის,პუტინის,კკბ-ს წინააღმდეგ მებრძოლის

კაცს,რომელიც ოფიციალურად მსახურობდა კკბ ში,მთელი ენერგო სისტემა,ბუნებრივი სიმდიდრეები რუსეთს მიჰყიდა,..პუტინს ხელ-ფეხი გაუხსნა,საქართველოსთან დაკავშირებით ემოქმედა ისე,როგორც მოუნდებოდა..ხოლო,რასაც ის დღეს აკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით,თვით კკბ თვისაც კი საოცნებო სცენარია,დიდი საჩუქარი პუტინისთვის.

ყველა ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანმა იცისრომ ამის გაკეთების არც თავი და არც ფინანსები სააკაშვილს არ ჰქობდა და არ აქვს.ეს განსაკუთრებულად ვიცი მე ,რომელსაც იგივე როლის შესრულება 1993-1997 და შემდგომ 2002-2003 წლებში შემომთავაზეს ამერიკელებმაც და რუსებმაც..

ეს და ამის გაკეთება შეძლო საერთაშორისო მაფიამ,რომელიც, სამწუხაროდ, მყარად დაეპატრონა საქართველოს…ამას ისიც ადასტურებს,ვისაც სააკაშვილი შეხვდა წამოსვლის წინ,ვისთან ერთადაც მგზავრობა,ვინ უჭერს ღიად მხარს და ვინ ხვდება საზღვართან…

დღემდე გამეფებულია აზრი,რომ 2012 წელში ბატონმა ივანიშვილმა გვიხსნა სააკაშვილისაგან.მე პირიქით ვფიქრობ,სწორედ საერზთაშორისო მაფიის პროგრამით,ივანიშვილმა გადაარჩინა,პრაქტიკულად განწირული სააკაშვილი…

ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე,მაგრამ სააკაშვილს და მის გუნდს ყველა რესურსი ამოწურული ჰქონდა მოიძებნა ამბიციური პიროვნება, ივანიშვილის სახით დიდი ფინანსური რესურსით,პარალალურ რეჟიმში შექმნილი მეცენატის სახელით,
რომლის გამოჩენა საქართველოს პოლიტიკაში რუსეთს დაბრალდებოდა,რეალურად კი აშშ ის ელჩისაგან იქნებოდა მართული და პერსპექტივაში მის წინააღმდეგ, როგორც რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ,საჭიროების შემთხვევაში,ადცილი იქნებოდა ბრძოლა..

და მოხვდა ცვლილება სწორედ მაშინ,როცა ხალხი მისული იყო იმ აზრსმდე,რომ მიშა უნდა დამთავრებულიყო.და ,მართლაც,ისე დამთავრდებოდა,რომ მისი სახელის ხსენებაც კი არ იქნებოდა…დღეს კი ამ საერთაშორისო მაფიის საშუალებით, მსოფლიო პოლიტიკურ ფიგურად იქცა(საცოდავი მსოფლიო) შლეგი, ავანტიურუსტი დაპროვოკატორი..

ნახეთ,როგორ დახვეწილად და ფილიგრანულად მუშაობენ სართაშორისო ულტრალიბერალურ-გლობალისტური ჯგუფები:სააკაშვილი და მისი ანტიქართული ჯგუფი არამარტო გადაარჩინეს,მოანატრეს კიდეც გარკვეულწილად ხალხს… დიახ,ამ ხელისუფლების უსაქმურობისა და თვითკმაყოფილების, წარმოუუდგენელი კორუფციის ფონზე ხალხის დიდ ნაწილს შლეგი და ბუტაფორული სააკაშვილი და მისი გუნდი მოენატრა.

ვფიქრობ,რომ საერთაშორისო მაფიის ხელში ადვილად მართვადი და მაღალი კლასის ავანტურისტად გამოწრთობილი სააკაშვილი,კარგი საშუალებაა უკრაინაში სერიოზული დაპირისპირების და ამ ფონზე,პოროშენკოს სათავისოდ მოქცევისათვის,ხოლო საქართველოში სამოქალაქო ომისთვის.აშკარაა,რომ ე.წ დასავლურმა ძალებმა გაწირეს უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი(,რომლის ქმედებებიც სერიოზულ ეჭვს ტოვებს) და აკვირდებიან,რიგში ჩააყენეს საქართველოს ხელისუფლება.

თუ ქართული სცენარი განვითარდა,ფაქტია,რომ ვერც “ოცნება”,ვერც ეროვნული ძალები ვერ გაიმარჯვებენ.ხელისუფლებას სააკაშვილს , ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს ჩააბარებენ..

ისინი ქართული ლოზუნგებით იმოქმედებენ,როგორც ეს საბერძნეთში უკვე გამოცადეს.. საქართველოში ამუშავდება ბერზძნული მოდელი და დამთავრდება საქართველო ისევე,როგორც საბერძნეთი დამთავრდა ბერძნებისათვის-მთელი ეროვნული სიმდიდრე საერთაშორისო ბანკების ხელშია,ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია ოთხადაა გაყოფილი…

ეს ყველაფერი ხალხის თვალში დაბრალდება “ოცნებას”, რომელმაც,თურმე,დაანგრია სააკაშვილის აშენებულ-აყვავებული საქართველო.

დღეს უკვე ცხადზე უცხადესია,რომ მდგომარეობა იმაზე უარესია,ვიდრე წარმოგვიდგენია.გრძელდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ორი ყველაზე წარმატებული ქვეხნისთვის კისრის მოგრეხვის პოლიტიკა,ანუ ისევ დარტყმა ქართულ და უკრაინულ ეროვნულ ინტერესებზე დარტყმა.თუ დასავლური მაფიოზური ლობისტური ჯგუფების მიერ დასმული პოროშენკო-ივანიშვილის სამთავრობო გუნდები,ბოლომდე არ შეასრულებენ მათ მოთხოვნებს,მათ ჩამოაგდებენ,ან შეცვლიან.

მახსენდება შევარდნაძის სიტყვები,რომელიც მან რევოლუციამდე ორი დღით ადრე მითხრა პასუხად მისსავე მისაღებში , სტუდენტებთან შეხვედრიდან გამოსულმა,ჩემს კთხვაზე:ორჯერ ბეიკერმა დაგირეკათ და არ უპასუხეთ,ეს რას ნიშნავს?

მისი პასუხი ასეთი იყო:რასაც მაგენი მთხოვენ,თუ შევასრულებ, სიკვდილამდე ვიქნები პრეზიდენტი,მაგრამ მომავალი ამას არ მაპატიებს,ისედაც მძიმეა ხალხის განწყობა ჩემს მიმართ და თუ ამასაც დავეთანხმევი,ჩემი კი არა ერთი შევარდნაძის საფლავი არ დარჩება საქართველოშიო.

უიმედობა არ მინდა გაძლიერდეს..გამოსავალი არის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის დიდი ნაწილი უნდა მივიდეს ერთი განწყობით:დავამთავროთ საქართველოში ამერიკული,რუსული და ზოგადად ქვეყნის გარედან მართული პარტიების პარპაში..ამის გაკეთება შეუძლია ხალხის და ბრძენკაცთა ერთობას.

ხომ დავრწმუნდით,რომ არ გაამართლა ერთი კაცის(გამსახურდია,შევარდნაძე, სააკაშვილი,ივანიშვილი…) პოლიტიკური გემოვბებით შედგენილმა პარლამენტებმა და მთავრობებმა..ეს პროცესი ამ გადამწყვეტ ეტაპზე უნდა აიღონ ხელში სახელმწიფო კაცებმა ხალხთან დიდი დათათბირების გზით..

ჩემი აზრით,ამ გზით უნდა შევძლოთ საქართველიში – საქართველოს, ქართველში – ქართველის,ააფხაზში-აფხაზის,ოსში-ოსის გადარჩენა, საქართველოს გაერთიანება.. საქართველოში აშშ-ისა და ევროპის ავტორიტეტის გადარჩენა, მეზობლებთან,უპირველესად ,რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ამისთვის გარკვეული ჯგუფები უკვე მზად არიან..პროცესის დაჩქარებაა საჭირო.როგორც ამ დღეებში ითქვა ერთ ერთ ავტორიტეტყლ შეხვედრაზე,ამ დიდი ქატთული პროცესის დაწყება, ნოემბერს არ უნდა გადაცდეს.

ქართული,მხოლოდ ქართული გზა.ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან.ცდება,სასტიკად ცდება ყოველი,ვინც ფიქრობს,რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთაა.ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა მხსნელები და პატრონები,ქვეყნის გადარჩენის და მომავლის საქართველოს გასაღები,ქვეყნის შიგნითაა-განათლებულ,ზნეობრივ,წესიერ და რწმენის ხელისუფლებაშია!

ახლა კი,მართლაც ,მოქმედების დროა.ახლა გამოჩნდება,ვინ ვინ ვართ,მართლა გაიყიდა ინტელიგენცია,თუ ღირსებით დგას საქართველოსთან!
თემურ შაშიაშვილი
9 სექტემბერი, 2017წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *