დადებითი განწყობა, რომელიც აშკარად დომინირებდა ფეისბუქგამოკითხვაში

ამ დღეებში, ცნობილმა პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა, თამაზ ჭეიშვილმა მინი გამოკითხვა ჩაატარა: ” “გჯერათ ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის,როგორც პოლტიკოსის?დიახ ან არა!გმადლობთ! “სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც შესაძლოა არც ყოფილიყო გასაკვირი ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებების, ხმაურიანი სამთავრობო სხდომების და პარლამენტსა თუ პარლამენტს გარეთ შეხლა შემოხლების ფონზე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ლამის უმაღლეს ნიშნულამდეა ასული ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცა ის ფაქტი, , რომ 700 მდე რესპოდენტი გამოეხმაურა ამ მინი გამოკითხვას და აქედან აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს თემურ შაშიაშვილს, როგორც პიროვნებას და როგორც პოლიტიკოსს.
ეს იმიტომაც არის გასაკვირი, რომ „თეთრების“ ლიდერს რეალურად არ ემსახურება ძვირადღირებული პიარ ჯგუფები, მას გადაკეტილი აქვს მედია სივრცე განსაკუთრებით ტელევიზიები. რატომ? შეთქმულების თეორიის მომხრეები სულაც არ ვართ,მაგრამ ძალიან სერიოზული კითხვები იბადება ამასთან დაკავშირებით. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ სუფთა წარსულის, მოუსყიდავი, და რაც მთავარია უაღრესად პრინციპული, პოლიტიკოსი, რომელიც არც პროდასავლური, არც რუსული, ინტერესების გამტარებელი არ არის არამედ ძალიან ხისტად დგას ეროვნულ პლატფორმაზე, ვერ არის ვერც სახელისუფლო წრეების ვერც ოპოზიციის ფავორში.
მით უფრო დასაფასებელია დადებითი განწყობა, რომელიც აშკარად დომინირებდა გამოკითხვაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს, მათ ვინც დადებითი განწყობა გამოხატა “თეთრების” ლიდერის მიმართ. მათაც, ვისაც აქვს კითხვები. ამ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ოპონენტების მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას. თუმცა იმასაც აღვნიშნავთ, რომ ასეთები უმცირესობაში იყვნენ.
ჩვენ მადლობას ვუხდით გამოკითხვის ავტორს, ბატონ თამაზ ჭეიშვილს. ავიტაცებთ მის იდეას და მსგავს გამოკითხვებს სხვადასხვა თემატიკაზე ჩვენ პერიოდულად კვლავ მოვაწყობთ, იმედი გვაქვს მათ რესპონდენტების ასეთივე დიდი ინტერესი ექნება.


