ეს დიდი მეცნიერის, გამორჩეული ფილოსოფოსის შეფასებაა

1997 წლის 13 ივნისს თემურ შაშიაშვილი, მაშინდელი იმერეთის გუბერნატორი ვრცელი მოხსენებით წარსდგა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში “საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული” ასე ერქვა ამ მოხსენებას, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

ცნობილი მეცნიერი რეზო ბალანჩივაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ასე აფასებს ოცდაორი წლის წინანდელ გამოსვლას:

“მინაწერი თქვენ გამოსვლაზე პარლამენტის სხდომაზე 1997 წლის 13 ივნისს. ბატონო თეიმურაზ! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა,მაგრამ თავიდან ბოლომდე წავიკთხე თქვენი ეს საპარლამენტო გამოსვლა. მეგონა, რომ ჩვენი დღევანდელი პარლამენტი იყო ისეთი,რომელიც არაფერს გონივრულს, რაციონალურს. და ა.შ. არ ითვალისწინებდა.არადა, შევარდნაძის დროინდელი პარლამენტიც ასევე შეუვალი ყოფილა ყველაფერ გონივრულზე.თქვენ ზედმიწევნით ზუსტად აჩვენებთ არსებულ უმწვავეს ვითარებას, მიუთითებით იმასაც, რომ არსებითად ეყრდნობით მეცნიერთა, საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებს, სამეცნიერო კვლევის შედეგებს, მიუთითებთ ურთულესი მდგომარეობიდან გამოსავალ გზებს, მაგრამ პარლამენტმა ეს ბრძნული დარიგება არ შეისმინა,ისევ სიბნელეში და ქაოსში ყოფნა არჩია. ეს იმასა ჰგავს, მამა შვილს რომ ეუბნება: „ივარგე შვილოო“, შვილი კი პასუხობს: „არა, მამი, არ ვივარგებო“. უბედურება ისაა, რომ ტრადიცია გრძელდება.დღევანდელ პარლამეტს ეუბნებით; „ე, ბიჭო, ივარგეო“, ის კი გპასუხობთ: „არა, შაშიაშვილო, შენს ჯინაზე არ ვივარგებო!“
დიდება თქვენს მოთმინებას, ბატონო თემურ!”

ცნობილი მეცნიერის მაღალ შეფასებას თემურ შაშიაშვილი პასუხობს:

“ბატონო რეზო,გამახარეთ და ძალა მომეცით.ეს დიდი მეცნიერის,გამორჩეული ფილოსოფოსის შეფასებაა.მინდა იცოდეთ,რატომ ვაქვეყნებ ამ მასალებს.ხალხს არ სჯერა,რომ ასეთი გამოსვლა,თუ შეიძლებოდა და ამას ქალაქის მერი ბედავდა.მეტიც დღემდე ვერ შევძელი სხვა გამოსვლების ამოღება…კონკრეტულად,ჩემი და სააკაშვილის კამათი ,პირველ არხზე,ინგა გრიგოლიას გადაცემაში,2001 წლის,აპრილის დასაწყისში…ჩემი და აშშ ის ელჩის ბატონ ტეფტის კამათი, მთავრობის დახურულ სხდომაზე,2001 წელს…იმის შემდგომ,რაც ამერიკული კომპანიის მიერ უკანონოდ გამორთული დასავლეთ საქართველო, ჩავრთე ვარციხჰესის სადისპეჩეროში და ამის გამო,ელჩმა ჩემი განთავისუფლება გუბერნატორობიდან და ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვა პრეზიდენტს.იქნებ ვინმე გამოეხმაუროს თქვენ ჩანაწერს და ეს მასალები და ბევრი სხვა მოიძებნოს!

იხ. თემურ შაშიაშვილი: საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *