(მედიანიუსი)ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს – თეიმურაზ შაშიაშვილი

დღეს 21 – ე წელია, უახლესი ისტორიის ერთ-ერღი დრამატული მოვლენებიდან, როცა ქუთაისთან, გუბისწყალთან აკაკი ელიავას შეიარაღებული ძალები შეაჩერეს და თბილისისკენ არ გამოუშვეს.

იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი , რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იყო , იხსენებს:

“ 1998 წლის 19 ოქტომბერს, თბილისისაკენ დაძრული ოცზე მეტი საბრძოლოდ გამართული ტანკი და საომარი ჟინით ანთებული, ემოციების ზღვარზე მყოფი, კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფებები კოლონები თბილისისკენ მოიწევდნენ, ისინი მხოლოდ გატარებას მოითხოვდნენ, არაფერი სხვა არ სურდათ, მაგრამ იმერეთმა და ქუთაისმა არ გაუშვეს ტანკები და დედაქალაქი კატასტროფისგან იხსნებს.

მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე, ალბათ ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე მოქმედებდა, უფრთხილდებოდა რა ჩემს სიცოცხლეს, როცა მთხოვდა, რომ კოლონები გამეტარებინა. შევარდნაძესთან ჩემი სატელეფონო საუბრის მომსწრეა ორი პიროვნება: მაშინდელი ქუთაისის მერი ბატონი ბადრი მელქაძე და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ბატონი რამაზ მხეიძე. ამ საუბარს პარალელურ ტელეფონზე ისმენდა მეუფე კალისტრატე. შევარდნაძის თხოვნაზე ჩემი პასუხი იყო: „გადაივლიან ჩემზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ თბილისისკენ წამოსვლას! თქვენ შეგიძლიათ, გამათავსუფლოთ, მე ვიქცევი ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია იმერეთს და ქუთაისს”.

დღეს ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს. უარყოს ვინმემ, რომ დილით როცა სამტრედიაში მარტო ჩავედი და დავხვდი ტანკებს წინ, 50–მდე პოლიციელი, სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად, განიარაღებული და ხელებაწეული ჰყავდათ იარაღის ქვეშ. იქ დაბეჩავებულ მდგომარეობას სიკვდილს ვამჯობინებდი…

წლებია გასული იმ მოვლენიდან, მაგრამ დღემდე არც 19 ოქტომბრის, არც ეპოქის ანალიზი გაუკეთებია ვინმეს“, – აცხადებს თეთრების ლიდერი.

მისი თქმით დღემდე უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი.

„უამრავი კითხვა არსებობს. რომელსაც არ გაეცა პასუხი… ეჭვი მეპარება, რომ დღეს რომელიმე გაზეთი ან ტელევიზია გაიხსენებს 1998 წლის 19ოქტომბერს. რადგან მაშინაც და დღესაც საქართველოში მოქმედებს ერთი და იგივე,გარედან მართვადი ანტიქართული ძალები, რომლებსაც არ აწყობთ ამ მოვლენების გახსენება და ანალიზი“.

„თეთრების” ლიდერი მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებთან გაიხსენოს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დრამატული თარიღი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც თვითონ იყო იმერეთის გუბერნატორის რანგში.

იხ. http://medianews.ge/ge/vamakob-am-gadatskvetilebit-romlis-dzala-imeretma-da-qutaisma-momtses-teimuraz-shashiashvili/63316

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *