თემურ შაშიაშვილის ფეისბუქკონფერენცია ამერიკაში მოქმედი რადიო “საუნჯის” ეთერში

“თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ტრადიციული ფეისბუქკონფერენციები სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანისთვის გახდა საინტერესო. კვირიდან კვირამდე უამრავი შეკითხვა მოდის პრეს-ცენტრში. დიდია გამოხმაურებები და სურვილებიც. სამწუხაროდ, ფეისბუქი ერთადერთი საინფორმაციო სივრცეა, რომელიც ჩვენთვის გახსნილია საქართველოში და ამას თავისი მიზეზები აქვს, რაზეც თემურ შაშიაშვილი აუცილებლად ისაუბრებს .

ამ ფონზე ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ 23 ოქტომბრის ფეისბუქკონფერენცია გაააშუქა ამერიკაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის, ბატონი ნიკო ნადირაშვილის მიერ დაფუძნებულმა რადიო “საუნჯემ”, რომელიც დაარსდა 2018 წელს ქალაქ ნიუ იორკში, ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც რადიომაუწყებლობის ისტორიაში საზღვარგარეთიდან ეთერში გადის ქართული რადიო!

ჩვენ ამაყნი ვართ, რომ სწორედ ამ რადიომ მიზანშეწონილად ჩათვალა თავისი სამაუწყებლო დრო დაეთმო “თეთრების” ლიდერის ფეისბუქკონფერენციისთვის.
წარმატებას ვუსურვებთ “საუნჯის” კოლექტივს, იმედი გვაქვს ჩვენი თანამშრომლობა შედგება და მომავალში გაღრმავდება!

ნაწილი 1

ნაწილი 2

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *