(მედიანიუსი)ვის დასჭირდა ასეთი მძიმე და ბოროტი საუბრებით ქვეყნის “დაპყრობა”?! – თემურ შაშიაშვილი

ბოლო დროს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და მეუფე იაკობის აღიარებას „თეთრების“ ლიდერი ეხმიანება.

„საკითხავია,საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლით ადრე, ”ოცნების” ხელისუფლებაში მისვლის შვიდი წლის თავზე ვის დასჭირდა ასეთი მძიმე და ბოროტი საუბრებით ქვეყნის “დაპყრობა”…“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით: „ეს არის მხილება, როცა საეკლესიო პირი თვითონვე ამხელს საკუთარ თავს…როცა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ამხელენ საკუთარ თავსა და ზრახვებს…მოაზროვნე ადამიანი კარგად ხედავს , თუ ვინ რას ამბობს,რატომ და ვისი მსახურებისთვის…აშკარაა,რომ ეკლესიის კანონიკური დებულებებისგან შორს არიან საეკლესიო პირებიც კი,ხოლო ამ საკითხებზე მოსაუბრე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები,არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უსულობისა და უღმერთობის მორევში არიან გადავარდნილნი“.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობაა, რასაც საფუძვლად ბიბლიური სწავლება უნდა დაედოს: მთავარში-ერთობა, სადაოში-თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული!”

თემურ შაშიაშვილი გამძლეობას უსურვებს პატრიარქს და ღრმა რწმენას გამოთქვამს, რომ „უფალმა, დიდი განსაცდელის ჟამს ქვეყანას ბრძენი პატრიარქი მოუვლინა“.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *