თამაზ ჭეიშვილი: იმ წყლის წვეთს მაგონებს დიდხანს რომ იწვეთა და ბოლოს ქვა გახვრიტა!

პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი თემურ შაშიაშვილის ოთხშაბათის ოთხი საათის ფეისბუქკონფერენციებთან დაკავშირებით წერს:
“ამ კონსტრუქციულ საუბრებს ,,ზემო ეშელონებში ,, რომ ისმენდნენ,თუ კი მართლა უყვართ ქვეყანა და აქვთ სინდისის ნატამალი რადიკალურად უნდა შეცვალონ არსებული რეალობა და თუ ეს არ ძალუძთ, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები!მაგრამ ვაი რომ არც ისმენენ,არც ხედავენ და არც სურთ რომ შეისმინონ!
რაც შეეხება შენს ,,ფეისბუქის ლაივებს,, იმ წყლის წვეთს მაგონებს დიდხანს რომ იწვეთა და ბოლოს ამ პატარა წვეთმა ქვა გახვრიტა!რა არის წყლის წვეთი,არაფერი,უსუსური სუბსტანციაა,მაგრამ დროის ფაქტორის შედეგად ის ტყვიად იქცევა! წარმატებას გისურვებ!”
თემურ შაშიაშვილის პასუხი ცნობილ პუბლიცისტს: “დიდი მადლობა, ბატონო თამაზ, ოპტიმისტური შეფასებისთვის. ჩვენც გვჯერა ასეთი მომავლის და ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვება იქნება. ვინც უსმენს ოთხშაბათის ჩვენს გადაცემებს, გვეხმარება მათ გავრცელებაში და ვინც გვეხმარება თანამოაზრეთა დიდი გუნდის შექმნაში . ასეთი ერთობით ჩვენ, ყველას ერთად, 2020-ში სასწაულის მოხდენა შეგვიძლია… შეგვიძლია პოლიტიკოსების მიერ დამკვიდრებული სიყალბიდან ქვეყნის ამოყვანა… პოლიტიკური მაფიის დამარცხება. “ნაციონალური მოძრაობის”, “ქართული ოცნების” და მათი განაყოფებისგან ქვეყნის განთავისუფლება. ეს იქნება დიდი ქართული გამარჯვება! გარედან მართული ძალებისგან ქვეყნის განთავისუფლება და ნამდვილი ქართული, ქართულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება ამერიკასთან, ევროპასთან, რუსეთთან, ჩვენს მეზობლებთან და საერთოდ, გარე სამყაროსთან. შვებას იგრძნობენ მეწარმეები და მეცნიერთა შედგენილი პროგრამებით, ჩვენ რეალურად შევძლებთ არც თუ ისე შორეულმომავალში, ადამიანებმა ვიცხოვროთ ადამიანურად და ბედნიერებით სავსე სამშობლოში!”
აქვე ვაქვეყნებთ დღემდე ჩატარებული ოთხშაბათის 16.00 საათის ფეისბუქკონფერენციის ყველა მასალას.
ფეისბუქკონფერენცია: მე,თემურ შაშიაშვილი,ასე ვფიქრობ!


