თემურ შაშიაშვილი: “მე ვცხოვრობ ვაჟას განწყობით “რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა! “

მე ვცხოვრობ ვაჟას განწყობით “რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა! ამიტომ მირჩევნია,რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს…
ვიცი,ქვეყანას ვერც ოპონენტებისადმი მმართველი პილიტიკური ძალის სიძულვილი გადაარჩენს და ვერც პოლიტიკურ მტერთა ერთობა!მით უფრო,რომ ხელისუფლებას მონური ფსიქოლოგია და პატრონისადმი ერთგულება კრავს და გარეთ კი,რევანშისტები,გულმოსულები,განაწყენებულები, ხალხისძარცვით გამდიდრებულნი ერთიანდებიან .
ქვეყნის გადარჩენა ბიბლიურ სიბრძნეშია:”მთავარში – ერთობა,სადაოში თავისუფლება,ყველაფერში სიყვარული!”
ეს დაარღვიეს ხელისუფლებამაც, იმათაც ,ვისაც ამ სურათზე ხედავთ,საჯუთარ თავს დემოკრატებად რომ თვლიან და ერთობას კი დემოკრატიულ ოპოზიციას რომ უწოდებენ…ორთავე ძალამ ,ბიბლიური- “ყველაფერში სიყვარული” შეცვალა, “ყველაფერში სიძულვილით”…სწორედ ამიტომ ქართულ პოლიტიკაში სიძულვილი მძვინვარებს!
ამოცანა იმაშია,რომ პოლიტიკოსთა მიერ თავს მოხვეული სიძულვილი ხალხმა ,მორალურმა ადამიანებმა,დაამარცხონ სიყვარულით.
ეს არის ქართული და კაცობრიობის გამოცდილებაც:სიძულვილს სიძულვილი ვერ ამარცხებს,აძლიერებს…სიძულვილზე გამარჯვება მხოლოდ სიყვარულს და სიყვარულით ერთობას შეუძლია.


