პროფესორი ვახში ჟვანია: აგვიხსენით რა ისეთი ცოდვები მიუძღვის ბატონ შაშიაშვილს ქვეყნის წინაშე რომ მას თქვენს სტუდიებში არ აჭაჭანებთ? 

კიბერნეტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახში ჟვანია საზოგადოებრივ ტელევიზიის მესვეურებს მიმართავს:

“პირველო არხო, არ გრცხვენიათ?! ბოკერიასაც კი უთმობთ ეთერს და შაშიაშვილს არა!
შაშიაშვილმა აწამა და გააუბედურა ხალხი?
შაშიაშვილმა დაამახინჟა კონსტიტუცია?
შაშიაშვილმა დაკარგა ტერიტორიები?
შაშიაშვილმა გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები?
შაშიაშვილმა მიატოვა დახოცილი ჯარისკაცები ცხინვალში?
შაშიაშვილმა გაყინა ქართული ეკონომიკა?
შაშიაშვილმა ააფეთქა საყდრისი?
შაშიაშვილმა ააყვავა კორუფცია?
შაშიაშვილმა მოიტაცა და გადასცა უცხო ჟურნალისტი აზერბეიჯანს?
. . .
ბატონო ვასილ მაღლაკელიძე, აგვიხსენით რა ისეთი ცოდვები მიუძღვის ბატონ შაშიაშვილს ქვეყნის წინაშე რომ მას თქვენს სტუდიებში არ აჭაჭანებთ?
იქნებ ჩვენც, ქართული საზოგადოება, მტრად უნდა მოვეკიდოთ მას? გაგვარკვიეთ!” , – წერს ვახში ჟვანია

Facebook Comments
3.5/5 - (2 votes)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *