(sputnik-georgia) თემურ შაშიაშვილი: საქართველოს ქუჩის პოლიტიკოსები ღუპავენ!

ქართველი პოლიტიკოსი თემურ შაშიაშვილი ქვეყნის დამღუპველად „ქუჩის პოლიტიკას“ მიიჩნევს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, თუ რაზე ისაუბრა მან.

ქუჩის პროტესტები, რომელთა დახმარებითაც პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან, ქვეყნისთვის დამღუპველია, მიაჩნია გელათის აკადემიის აკადემიკოსს, პარტია „თეთრების“ ხელმძღვანელს თემურ შაშიაშვილს.

შაშიაშვილმა ქართველ მეცნიერებთან – გუბაზ მეგრელიძესთან და ჯუმბერ ბოლღაშვილთან ერთად განიხილა საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის კონცეფცია, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი მათ მიერ მომზადებულ სამეცნიერო გამოცემებში. წიგნები „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება“ 200-ზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ მოამზადა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *