მოქმედების დროა!

ქვეყნის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა ეს ხალხი საკუთარი ნებით მოსულიყო თავისუფლების მოედანზე.

დღევანდელი დღე არის იმის დასტური,რომ ჩვენ ფულისუფლების ქვეყანაში ვცხოვრობთ,რომ საქართველოს ფული უფრო მძაფრად ებრძვის,ვიდრე უფულობა…

დემოკრატიულ ქვეყანაში ამის უფლებას მმართველი პოლიტიკური ძალა არ აძლევს საკუთარ თავს და რომ მოინდომოს,ვერც გაბედავს… დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მიტინგის მომწყობი პოლიტიკური ძალა ამთავრებს თავის არსებობას!

კარგია ასეთი ღონისძიებები,ერთს ამთავრებს,დანარჩენს თავის ადგილს მიუჩენს…რაც მთავარია,ამჟღავნებს ფულზე მიყიდულთ,ფულიანთან ახლოს დგომის მსურველთ.

მე დღევანდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა,რომ საქართველოში ბრძოლა მიდის არა ქვეყნისთვის,არა ხალხისთვის,არამედ სკამისთვის,რომ ქვეყანას ებრძვის ყოველი,ვინც “ქართულ ოცნებასთან”,ან “ნაცმოძრაობასთან” (მათივე ნაგლეჯების ჩათვლით)ხედავს ქვეყნის მომავალს.

დავრწმუნდი,რა ბედნიერებაა ყოველი, ვინც ფიქრობს,რომ ქვეყანას ვერც მილიარდერი და ვერც ე.წ.ბელადი ვერ გადაარჩენს, ვინც ფიქრობს ,რომ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული..

დავრწმუნდი იმაში,რომ ქვეყანა შეგნებულად დაამშიეს და დააუძლურეს,ადვილად რომ მართონ…დავრწმუნდი იმაში,რასაც გენიალურად ამბობს გენიოსი დიდრო:

,,ხელისუფლება აღარიბებებს იმიტომ,რომ ადვილად მოისყიდოს!,,

ღვთის წყალობით ქვეყანას ჰყავს კაცები,ღირსებით სავსე ადამიანები,მორალური ადამიანები…ისინი,რომლებიც არ იყიდებიან და,რომლებმაც იციან სადაც არ უნდა მიიყვანონ იძულებით, რჩებიან ქვეყნის და არა პიროვნების ერთგულებად!

მოქმედების დროა!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *