მე ასე მგონია,რომ ხალხს უნდა დაცვა და არა რეალურ ხელისუფალს

ტრაგედიაა, როცა ასე ემსახურებიან და თვალებში შესციცინებენ განათლებულნი გაუნათლებელ ფულიანებს

რობიკო ბატონო, მოგესალმები…

მინდა,რომ სიკეთე იყოს თქვენთან…

ვერ ვიფიქრებდი,რომ თქვენი ყველა წერილი ერთი კაცის დაცვა იქნებოდა დანარჩენების, ქვეყნის მტრად, მოღალატეებად გამოცხადება, ან ჩარეცხვა და წყალს გატანება. ჩვენს ურთიერთობას არაერთი ისეთი საუბარი ახსოვს, ძმა ძმას რომ დაელაპარაკება.. ჩემს ბიოგრაფიაში ამ საუბრებს დიდი ადგილი აქვს დღემდე… მახსოვს თქვენი ზეაღმატებული შეფასებები ჩემი საქმიანობისა,მაშინ,როცა ტანკებს გადავუდექი და თბილისისკენ არ გამოვატარე, როცა ჩამოსაგდებად განწირულ თვითმფრინავში შევედი და მაშველი რაზმი ჩავიყვანე სოხუმში… ბევრი სხვაც..

და ასე უცბად როგორ გავხდი მოღალატე და ქვეყნის მტერი?

არაერთხელ ვიყარე კენჭი პარლამენტში, პრეზიდენტადაც. მქონდა უფლება ინტელიგენციისთვის  მეთხოვა მხარდაჭერა, მაგრამ არასდროს მისარგებლია ამ უფლებით… რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ინტელიგენციის პოლიტიკაში ჩართვა, მისი პოლიტიზება დამღუპველია ქვეყნისთვის.

ყოველთვის ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ ფულის დარიგება პროგრესს აჩერებს.

ამ ქვეყნის უბედურებად ვთვლი, რომ ერთი მილიონერი არ გვყავს ხელოვნებაში, მეცნიერებაში, მედიცინაა და სპორტში… მაგრამ ამავდროულად,  ძნელად მოიძებნება მეორე ქვეყანა,სადაც ასეთი რაოდენობის გაუნათლებელი მილიონერი  იყოს…სადაც ასე ემსახურებიან და თვალებში შესციცინებენ განათლებულნი გაუნათლებელ ფულიანებს..

დღემდე ვიცოდი,რომ ინტელიგენტი არის ის,ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან და არა ხელისუფლებას ხალხისგან.

მეცნიერთა 200 კაციან გუნდთან ერთად ორი წელი ვიმუშავეთ ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე:”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”..8 თებერვალს,დავითობას ,გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, კონგრესზე მივიღეთ “ხალხის წერილი ხელისუფლებას”, რომელსაც უკვე 50 ათასამდე ჩვენმა თანამემამულემ მოაწერა ხელი და დავამტკიცეთ პროგრამა “ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ!”…ეს დოკუმენტები ხელისუფლებაშია ერთი წელია..არც არავის აინტერესებს მეცნიერების და  ხალხის გარდა. ჩვენი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ  ყველაფრის მცოდნეა და ამ ილუზიას მათ ცნობილ მოღვაწეთა დითირამბები და კონფორმიზმი უძლიერებს.

ჩვენი ერთი მთავარი დასკვნა ის არის, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ხალხი დაამშიეს და დააუძლურეს, რათა ადვილად მართონ, რომ ქვეყანას უფულობა კი არა, სწორედ ფული ანგრევს, სწორედ ფულიანები აძრობენ სულს უფულოებს!

მზად ვარ, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად  გეწვიოთ თეატრში ნებისმიერ დროს და თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ აუდიტორიაში წარვდგეთ … ხალხმა გადაწყვიტოს, მართლა აყვავდა და შენდება ქვეყანა, თუ 30 წელია ნგრევის პროცესში ვართ და გრძელდება დღესაც..

რეალობა მწარეა, 30 წელია სიყალბეში ვცხოვრობთ,30 წელია პოლიტიკური მაფიის ხელშია ქვეყანა.

რობიკო ბატონო,ვამაყობ, რომ იყავით და   ხართ ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი… და, ალბათ, ამიტომაც ძალიან შემაწუხა ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა თქვენმა  წერილმა..  მე ასე მგონია,რომ ხალხს უნდა დაცვა და არა ხელისუფლებას და რეალურ ხელისუფალს, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას ბიზნესში,მაგრამ საშინელებაა პოლიტიკაში..

პირველად გურიაში მოვისმინე,ახლა უჯვე ყველა კუთხე-კუნჭულში მესმის ანეგდოტი: კაცი საავადმყოფოში მივიდა და თვალ-ყურის ექიმი მოითხოვა…როცა უპასუხეს,რომ ასეთი ექიმი არ არსებობს,არის მხოლოდ ყელ-ყურისო,ის მაინც თვალ-ყურის ექიმს ითხოვდა-რაც ყურებში მესმის,ვერ ვხედავ და,ალბათ,ან თვალის პრობლემა მაქვს,ან ყურისო.

ვფიქრობ,მრავლის მთქმელია..

ამ საკითხებზე ვაპირებ,  საუბარს პარასკევს, 20 დეკემბერს, ოთხ საათზე ფეისბუქკონფერენციაზე, რომელიც აქ შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ ეთერში.ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება!

თქვენგან ვისწავლე და ერთგული ვარ დღემდე იმის,რომ მთავარია რწმენით და სიყვარულით ცხოვრება და სიკეთით გამარჯვება!

დიდი მოკითხვა თქვენს ოჯახს,მეუღლეს და ქვეყნის უსაყვარლეს რუსთაველის თეატრს!

პატივისცემით,

თეიმურაზ შაშიაშვილი

18.12.2019წ

p.s რობერტ სტურუას წერილი  გარკვეული დროის წინ გამოქვეყნდა სააგენტოებში. ვფიქრობდით, დრო დააფიქრებდა  და შეაცვლევინებდა  დამოკიდებულებას, თუმცა სამწუხაროდ, ბატონი რობიკო და მრავალი სხვა, ცნობილი და ჩვენთვის პატივცემული  პიროვნება  ვინც,  ჯილდოს სახით იღებს ყოველთვიურად იღებს გარკვეულ თანხებს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *