თემურ შაშიაშვილი: პოზიცია,რომლის გამოც ყველა ხელისუფლებისთვის და ყველა დროის ოპოზიციისთვის მიუღებელი ვიყავი და ვარ…

 

ტყუილსა და სიყალბეში გვაცხოვრებენ!

ერთი წლის წინ გაკეთებული ეს მიმართვა,პასუხია ბატონი ივანიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებზე

თურმე არც კარგი პროექტებია ქვეყანაში,სპეციალისტები არ გვყავს,არც პედაგოგები,არც მეცნიერები,არც ინტელიგენცია ,არც პოლიტიკოსები და არც ზეინკლები გვყავს…ქვეყანაც ღარიბია…

გამიდის ,რომ თვითონ არის ყველაფერი,ანუ ერთი კაცი ფიქრობს ყველაფერზე,მას ერთადერთს უყვარს საქართველო,ის ერთადერთი არის ყველაფრის საზომი..ის ერთადერთი უნდა იყოს მდიდარიც,რომ გვიყიდოს ყველა და იყიდოს ყველაფერი!

ანუ,არაფერი შეცვლილა:ასე ფიქრობდა და აზროვნებდა შევარდნაძე მის “მოქკავშირის” მმართველ გუნდთან ერთად…,ასე მოქმედებდა სააკაშვილი “ნაცელიტასთან”ერთად…,ასე თვლის ივანიშვილი “ოცნების”მდიდრებთან ერთად…

ეს არის პოლიტიკური მაფიის ბატონობის გზა და მისი საყრდენია სატელევიზიო სივრცე,რომელსაც “კარგად ” მართავენ მოქკავშირ-აღორძინება -ნაცმოძრაობაში გაწვრთნილი “სანდო” კადრები..

ასეთ საქართველოში მხოლოდ ბრძოლა ღირს ასეთი აზროვნების,ასეთი სიყალბისა და პოლიტიკური მაფიის წინააღმდეგ!

ეს არის მორალური ადამიანების გზა,იმ ადამიაბების გზა,ვინც არ იყიდება და,რომელთათვისაც, თვითმარქვია ბელადისა და მილიარდელისთვის კი არა;სამშობლოსთვის ერთგულებაა მთავარი!

დიდი მადლობა ყველას,ვინც შეძლებს ამჩანაწერის ნახვას და პოზიციის გამოხატვას!

იხ. ვიდეო 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *