რეზო ბალანჩივაძე: ბრძენმა კაცებმა ამ ხელისუფლებას დაუწერა ორი ბრწყინვალე წიგნი

ეს წერილი მინდა ყველამ წაიითხოთ, ვინც გამომეხმაურეთ/. თქვენ მეკითხებით: რა ხდება? გპასუხობთ: ხდება ის, რომ ბრძენმა კაცებმა /მათში მე არ ვიგულისხმები, მე არ ვარ იმ წიგნების არც ავტორი და არც თანაავტორი.ამიტომაც ვლაპარაკობ ასე თამამად/ ამ ხელისუფლებას დაუწერა ორი ბრწყინვალე წიგნი: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ და „ახალი განზომილება“, სადაც აკადემიურად, მეცნიერულად, არგუმენტირებულად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, არის სასარგებლო და აუცილებელი რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ უნდა მართოს სახელმწიფო. აქვე ნათქვამია: ასეთია ჩვენი მოსაზრება, თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ,მოდი დავსხდეთ და ვისაუბროთ, დიალოგი გავმართოთ,მოვითათბიროთ,მოვილაპარაოთ და ა.შ.,მაგრამ მთავრობასა და ხელისუფლებაში /არც პარლამენტართა შორის, რასაკვირველია/, კაცი არ აღმოჩნდა, ვინც ამ წიგნებს წაიკითხავდა და თავის აზრს გამოთქვამდა.

გესმით, რა ხდება?

წიგნის წაკითხვა არ უნდა არავის! ეს კატასტროფაა! ურჩევნიათ დაბლოკონ, რომ შეეძლოთ დახევდნენ, დაწვავდნენ ამ წიგნებს.მათ ავტორებსაც სიამოვნებით დაიჭერდნენ „დემოკრატიულობის“ იმიჯის დაკარგვისა რომ არ ეშინოდეთ.

თავის დროზე მეფე ვახტანგ მეფემ /მეექვსემ/თავად შექმნა „სწავლულ კაცთა კომისია“.ამ შემთხვევაში ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით და დიდი რუდუნებით შეკრიბა ასეთი კაცები, მათი საშუალებით ეს წიგნებიც შეუქმნათ, ამათ კი წაკითხვა ეზარებათ . აი, რა ხდება.კიდევ გავიმეორებ: კატასტროფა ხდება , დაქცევა ხდება.ერთმანეთისთავში წაპარტყუნებით არიან დაკავებულნი!

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *