მეცნიერთა გუნდის შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქთან

28 იანვარს საპატრიარქოში, შედგა მეცნიერთა დიდი გუნდის, რომელმაც შექმნა ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ამ შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო გელათის აკადემიის აკადემიკოსი ‘,პარტია თეთრების” თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი.
მან პატრიარქს წარუდგინა მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამები მომავლის საქართველოსთვის, ისაუბრა “ქართული დოქტრინის აუცილებლობაზე, რომლის შემუშავებასაც ცნობილი არქიტექტორი,მეცნიერებათა დოქტორი გიგა ბათიაშვილი და პროფესორი ბ.ნი რეზო ბალანჩივაძე უდგანან სათავეში. მანვე ისაუბრა 8 თებერვალს ,დავითობას,გელათის აკადემიის კედლებში “ყოველთა ქართველთა ,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა “კონგრესის ჩატარების თაობაზე ,სადაც ამ დღესვე მოხდება ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატის გადაბრძანება, სამების ტაძრიდან- გელათის ტაძარში,რომლის კურთხევაც შედგება პატრიარქის მიერ უახლოეს დღეებში სამების ტაძარში.აკადემიის წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი
მეცნიერთა გუნდი გამოირჩევა იმით, რომ მათი პროექტები ეფუძნება ქვეყნის სულიერი მამის ეპისტოლეებს. პატრიარქს გადაეცა წერილი რომელშიც ნათქვამია:
“ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ თქვენს ეპისტოლეებსა და ქადაგებებს, ვაკეთებთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მენციერულ ანალიზს და მიუხედავად სიძნელეებისა, უყურადღებობისა, მეცნიერთა დიდმა გუნდმა, კულტურის მოღვაწეებმა არცერთი პროექტი არ გავაჩერეთ, ძალას გვმატებდა თქვენი შეფასება, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გააკეთეთ: „რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც თქვენ აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს“.
მეცნიერთა გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყანას მომავალი არ ექნება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე. და ეს მათი მოღვაწეობის მთავარი ნიშანსვეტია.
მეცნიერებმა პატრიარქს სთხოვეს, ლოცვა-კურთხევა 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში კონგრესის ჩატარების, რომლის დღის წესრიგსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განიხილება; დაწყებული „ქართული დოქტრინის“ შემუშავებით, დამთავრებული ეროვნული სულისა და ზოგადკაცობრიული ტელევიზიის შექმნით, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ახალი პრინციპებით ჩატარებით, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით ისტორიული სამართლიანობის აღდგენით.
პატრიარქს თხოვეს ხატმწერ შალვა გერაძის ავტორობით დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატის კურთხევა, რომელიც დავითობას გადაეცემა გელათის მონასტერს.
შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა და, პატრიარქის ნებით, პროტოკოლით გათვალისწინებულ ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ილია მეორემ მონაწილეთათვის პარაკლისი აღავლინა.
“ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი პატრიარქი ჰყავს!” – ასე შეაფასა შეხვედრა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, თემურ შაშიაშვილმა, ამ შეხვედრა ჩვენ დიდი ძალა და აღმაფრენა მოგვცა.
თავის მხრივ ცნობილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს თბილი დამოკიდებულება თემურ შაშიაშვილის მიმართ. მას არაერთხელ აღუნიშნავს მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. განსაკუთრებით კი გელათის აკადემიის აღდგენის საქმეში. “დიდია თემურ შაშიაშვილის ღვაწლი გელათის აკადემიის, როგორც “მეორე ათინას” აღდგენის საქმეში” – ბრძანებს ილია მეორე.







