რეზო ბალანჩივაძე: მე აღმაფრთოვანა იმ დიდმა სიმართლემ, რომელსაც თქვენ ამბობდით

ბატონო თეიმურაზ!

მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღის წინანდელი თქვენი გამოსვლა ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემაში „ტრიბუნა“ მხოლოს დღეს დილით მოვისმინე და, იმის მიუხედავად, რომ მე თქვენი მრავალი ბრწყინვალე გამოსვლა მომისმენია, კარგად ვიცი თქვენი გონიერებაც, წესიერებაც, ორატორული ნიჭიერებაც, ჩემი აზრით, ეს მაინც განსაკუთრებული გამოსვლა იყო. მე აღმაფრთოვანა იმ დიდმა სიმართლემ, რომელსაც თქვენ ამბობდით. სიმართლემ იმის შესახებ:
– რომ ხალხი უკვე დაიღალა ამდენი სიყალბით
– რომ ჩვენი ვეყანა ათეული წლებია გარედან იმართება
– რომ ჩვენს ქვეყანაში ზნეობის დიდი დეფიციტია
– რომ პარტიებს დაკარგული აქვთ ავტორიტეტი
– რონ პატიოსან ადამიანებს ალერგია აქვთ პარტიებისადმი
– რომ შესაბამისად, პარლამენტისკენ მიძვრებიან კვლავ
უპატიოსნო კარიერისტები
– რომ თუ გვინდა წესიერი ხალხი პარლამენტში,არსებული
ვითარება ძირეულად უნდა შეიცვალოს


მე, როგორც პიროვნება, ვიზიარებ ყველა თქვენ დებულებას და მოვუწოდებ ჩვენ ხალხს, ჩვენ ელექტორატს, გამოვიდნენ სიყალბიდან, ცნონ სიმართლის ფასი, მიჰყვნენ მართალ, მოუსყიდავ, ადამიანური ღირსებისა და ეროვნული ცნობიერების მქონე იმ ადამიანებს, რომლებიც გარედან კი არ იმართებიან და ადგანან ერთადერთ სწორ ქართულ გზას! დღეს მე ერთ-ერთ ასეთ ადამიანს, ვისაც ერმა უნდა უგდოს ყური, თქვენ მიმაჩნიხართ!

წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს არაფერი გვეშველება.


ღრმა პატივისცემით რეზო ბალანჩივაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *