თემურ შაშიაშვილი: ვიტყვი იმას,რაც ასე დღემდე არ მითქვამს!

 

პირველი თებერვალი ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა…

19 წლის წინ ,მცხეთაში,მტკვრისა და არაგვის შესართავთან მძიმე ავტოავარიაში მოვყევით.
დაიღუპა მძღოლი,მურად მინდიაშვილი, უკეთილშობილესი ადამიანი და ახლა სწორედ მისი საფლავიდან მოვდივარ ამ ტრაგიკულ ადგილთან ვარ ახლაც.

დამაფიქრებელია, რომ რვა თვის განმავლობაში,მას შემდეგ,რაც ვთქვი,რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებდი მონაწილეობას,ორჯერ მოვხვდი ავარიაში.ორთავე ავარიაში ბევრია საეჭვო და ორთავე გამოუძიებელი.

არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის იმის დადგენა თუ რომელი ნომრიდან დაურეკეს მძღოლს ავარიამდე ცოტა ხნით ადრე,ან ვის ეკუთვნოდა ის იაპონური ჯიპი,რომელმაც,პრაქტიკულად გადაგვედო ხრამში,ზუსტად იქ, სასაკლაოდ რომ ქცეულა დღემდე. სულ დაღუპულია 40-მდე ადამიანი და მე ერთი გადავრჩი სასწაულებრივად…

მზარავს ამ დღის გახსენება. ნაკლებად ვსაუბრობ მასზე ,მაგრამ როგორც ჩანს,უნდა ითქვას..არა იმიტომ,რომ ეს მე მჭირდება, და ეს სასწაული ჩემთან კავშირშია,არამედ იმის გასაცნობიერებლად ,თუ რა
ძალა აქვს ეკლესიას,ლოცვას და როგორი სიფრთხილით უნდა ვსაუბრობდეთ ბიბლიაზე და ბიბლიურ სიწმინდეებზე …

ავარიის მესამე დღეს,როდესაც პატრიარქი,სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად, მივიდა საავადმყოფოში ,მეუფე იობისგან ფაქტი გახდა ცნობილი,რომ წინა დღით, კვეთებულის ლოცვების აღსრულებისას,მას მხარზე დააჯდა ანგელოზი და სთხოვა ჩემი მოხსენიება. როგორც მეუფემ ბრძანა, რუის-ურბნისის ეპარქიის ეკლესიაში,იმერეთის გუბერნატორის მოხსენიება ცოტა არ იყოს გაუგებრად ეჩვენათ…როცა თხოვნა განმეორდა მესამედ ,მომიხსენია მეუფმ ლოცვებში…მეორე დილით დაინახა, მისკენ მიმავალი მღვდელი,რომელმაც უთხრა, რომ რადიომ გადმოსცა ჩემი ავარიაში მოხვედრის ამბის შესახებ..

პატრიარქმა ბრძანა,რომ არ მოგეხსენებია,დაიღუპებოდაო..

ასეთივე სასწაულებრივია პირველი ავარიაც..

მთავრობამ არ გაიზიარა ჩემი წინადადება,,რომ აღდგომის წინა დღეს,2001 წლის,18 მაისს არ შემდგარიყო პრეზიდენტის ინაუგურაცია,ან არ ყოფილიყო იგი პომპეზური..

შემდგომ ამისა ხუთშაბათს, ჩავატარე პრესკონფერენცია სადაც უარი ვთქვი დავსწრებოდი პრეზიდენტის ინაუგურაციას და გავემგზავრე ქუთაისს. ამ დღის პირველის ხუთმეტზე,ანუ ჭიაკოკონობის დასრულებისთანავე(ეშმაკების განდევნა) ,მოხდა საეჭვოზე-საეჭვო ავტოავარია .. დამუხრუჭებამ 180 გრადუსით  შემოაბრუნა მანქანა და სწორედ ჩემი მხრიდან მიგვანარცხა ანტისაავარიო ქვებს.

დაუჯერებელია,მაგრამ ფაქტია,რომ ეს გზა არჩევნებისთვის დასრულდა და ზესტაფონის საგზაოს უფროსმა არ მოაწერა ხელი გზის მიღებას მანამ სანამდე დამცავი ქვები არ დაიდგმებოდა ..დილით კი ისინი დააყენეს, საღამოს ავარიაში მოვყევი…რომ არა ეს ქვები,30 მეტრიდან ვვარდებოდით მდინარეში ..

ეს უტყური ფაქტებია…
დამაფიქრებელი..
ჩემი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი..

ამიტომ ვამბობ:

ჩემგან ღალატი არ იქნება!

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *