(მედიანიუსი) დაჭერებით ქვეყანა ვერ შეიცვლება – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, როგორც ზეშეცდომას ისე აფასებს ირაკლი შოთაძის გენპროკურორად ხელმეორე დანიშვნას.

„ შოთაძე, როგორც პროკურორი, საერთოდ არის ჩემთვის გაუგებრობა.პირველად რომ დაინიშნა, იყო შეცდომა, მეორედ დანიშვნა კი არის ზეშეცდომა.

აშკარაა, რომ ივანიშვილისთვის მთავარი გახდა მისი პირადი და არა ქვეყნის ერთგულება!“

ასევე უარყოფითად აფასებს თემურ შაშიაშვილი შალვა თადუმაძის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

„ის რომც იყოს უნიკალური განათლების მქონე პიროვნება და ჰქონდეს ყველანაირი დიპლომი, მაინც შეცდომა იქნებოდა მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა. აბსოლუტურად მიუღებელია,, როცა პირადი იურისტი ან ადვოკატი ხდება სასამართლოს თავმჯდომარე,” – აცხადებს „თეთრების ლიდერი” და აქვე მოჰყავს ამერიკის მაგალითი.

„ამერიკაში პროკურორი არ შეიძლება გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე. არც ადვოკატი რადგან მოსამართლეს სხვა მენტალობა აქვს, რაც არ გააჩნია არც ადვოკატს და არც მით უმეტეს პროლურორს.“ – უყვართ ამერიკა, მაგრამ არ სურთ დადებითი მაგალითების გადმოღება. .

რამ გამოიწვია ივანიშვილის მხრიდან ეს ტენდენციები? – „თეთრების“ლიდერის აზრით, როცა 40-50 პარტია ერთიანდება შენს წინააღმდეგ, იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც განაპირობებს ივანიშვილის ქმედებებს.

„როცა გებრძვის ყველა, ყველანაირად ცდილობ თავი დაიცვა და ორიენტაციას აკეთებ იმ ხალხზე , ვისაც პირადად ენდობი…

„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა იღუპება მაშინ, როცა კადრების შერჩევა ხდება პირადი ნდობით!

შაშიაშვილმა ასევე პოზიცია გამოთქვა უგულავას გახმაურებულ დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

„როცა ხელისუფლებაში ხარ და თუნდაც ერთ ლარს საბიუჯეტო ფულს შეეხები, პოლიტიკაში შენი ადგილი არ არის. თუმცა დღეს მისი დაჭერა უკვე პოლიტიკურია. საერთოდ, ივანიშვილმა შექმნა უამრავი ყალბი გმირი, რაც ქვეყანას ძვირი დაუჯდება. ზოგადად, ივანიშვილს სჭირდება კომპრომენტირებული ადამიანები. რომელტა ნებისმიერ დროს დაჭერა ან გაშვება შეიძლება. მშიშარა ხელისუფალი ეძებს კომპრომენტირებულს რომ ნებისმიერ დროს დაიჭიროს საერთოდ, დაჭერებით ქვეყანა ვერ შეიცვლება! ” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *