(ასავალ- დასავალი ) თემურ შაშიაშვილი: “ყველა ერთის წინააღმდეგ!” ფაშისტური ლოზუნგია და ამ ხალხის გვერდით არ დავდგები!

ბიზნესმენი და მეცენატი ბიძნა ივანიშვილი საქართველოს ჰაერივით სჭირდება, მაგრამ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესსაც კლავს და თავის თავსაც!

  • საქართველოს ისტორაში რუსეთს იმაზე უფრო ვერაგი და ტრაგიკული როლი არ შეუსრულებია, რასაც დღეს ასრულებს
  • საქართველოში ერთმანეთს რუსული და მასონური ფული ებრძვის.
  • საქართველოში იაგოები, ყვარყვარეები და მეჯღანუაშვილები ერთმანეთთან დიდი სიამტკბილობით თანამშომლობენ!
  • საქართველო დაყოფილია პოლიტიკურ სამთავროებად და პარტიულ სააგიტაციო პუნქტებად, რომელთა ფუნქციასაც ვითომდა თავისუფალი ტელევიზიები ასრულებენ.
  • ამერიკის შეერთებულ შტატები, სადაც არჩევნები მაჟორიტარულია, საქართველოს აძალებს, რომ პროპორციული სისტემით ჩაატაროს არჩევნები!

 

“თეთრების” ლიდერი, თეიმურაზ შაშიაშვილი წინამდებარე სკანდალურ ინტერვიუში 2011 წლის 16 მაისის სისხლიანი მოვლენების პერიპეტიებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი იმ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომლის სცენარიც საზღვარგარეთ დაიწერება. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესში რუსული ფული ტრიალებს, ხოლო პოლიტიკაში – მასონური:

– საქართველოს ისტორაში რუსეთს იმაზე უფრო ვერაგი და ტრაგიკული როლი არ შეუსრულებია, რასაც დღეს ასრულებს . სანამ რუსეთის ხელისუფლება არ იტყვის, თუ ვის აძლევდა და აძლევს ფულს საქართველოში არჩევნების შედეგებისა და პოლიტიკური პროცესების მანიპულაციის მიზნით, არასოდეს ჩვენს შორის ურთიერთობა არ დალაგდება. ერთი რამ კარგად დავიმახსოვროთ – საქართველოში ერთმანეთს რუსული და მასონური ფული ებრძვის.

– ბატონო თემურ,სად არის რუსული ფული და სად  – მასონური ფული?

– ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: საქართველოში რუსული ფული ტრიალებს ბიზნესში, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული მასონური ფული ტრიალებს პოლიტიკაში! აი, სწორედ ეს ორი ფული ებრძვის ერთმანეთს და ამ ბრძოლას ეწირება როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ისე ქვეყნის ეკონომიკა, მომავალი და ყველაფერი! არცერთი ეს ფული ქართულ საქმეს არ აკეთებს. რადგან სინამდვილეში ამ ფულების რეალური პატრონები და განმკარგავები ქართველები კი არა, უცხოელები არიან. ამასთან დაკავშირებით, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. ვიდრე გარდაიცვლებოდნენ, ბატონებმა რეზო ჩხეიძემ, მერაბ ბერძენიშვილმა, ჭაბუა ამირეჯიბმა და სხვა გამოჩენილმა პირებმა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს სათითაოდ მიმართეს – საქართველოსთვის ერთი კეთილი საქმე გააკეთეთო! საუბარი იყო ერთ კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი გახდლდათ.

 – საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს მიმართეს?

– არა, ძირითადად საუბარი შეეხებოდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს, ქართველები ბატონი რეზოს წინადადეას სიხარულით დათანხმდნენ და კაცს დაპირდნენ – კი ბატონო, სიამოვნებით დაგეხმარებითო! მაგრამ ორი დღის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ბატონი რეზო ჩხეიძის სატელეფონო ზარებს არცერთი ქართველი ბიზნესმენი აღარ პასუხობდა. ამოდენა კაცი სათითაოდ ყველას ურეკავდა და ისინი მხოლოდ ე.წ. მესიჯის სახით უგზავნიდნენ გაურკვეველი შინაარსის პასუხებს. თურმე რუსეთის ხელისუფლებას ყველა ქართველი ბიზნესმენი მკაცრად გაუფრთხილებია, რომ ამ საქმეში არავითარ შემთხვევაში არ გარეულიყვნენ. აი, სწორედ ამას ჰქვია მონობა და ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ასეთ  პირობებში მოღვაწეობას დათანხმდება, არის მონა!

სხვათაშორის, ერთ-ერთი ამ ბიზნესმენთაგანი დღეს ბიძინა ივანიშვილის გარშემოტრიალებს. ახლახან ორასი კაცი ვიყავით ჩასული გელათში, სადაც კონგრესი გავმართეთ. არავითარი განსაკუთრებული ხარჯი არ გაგვიწევია, ყველამ ჩვენ-ჩვენი ფულით ვიმგზავრეთ. არადა ნებისმიერი მიტინგი, რომელიც საქართველოში იმართება, არის ფულის შოვნის წყარო, რადგან მომიტინგეებმა, რომლებსაც აქეთ-იქეთ “მარშრუტკებით” დაარბენინებენ, იციან, რომ მიტინგზე დგომისთვის 50 ლარს მიიღებენ. პოლიტიკოსები, რომლებიც მასონური ფულით იკვებებიან, თავიანთ პატრონებს უცხოეთში ანგარიშს აბარებენ და არწმუნებენ – ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ფულია საჭიროო!მასონებიც ამ ფულს იხდიან და საბოლოო ჯამში გახდილი და გაუბედურებული ჩვენი საცოდავი ქვეყანა და ხალხი გამოდის! სააკაშვილს ერთ-ერთი საელჩოს შესახებ პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი – თვეში 25 ათას დოლარს მხოლოდ ჯიბის ფულს მაძლევენო.

 – სააკაშვილს ამ ფულს ამერიკის საელჩო აძლევდა?

– საელჩოს არ დავაკონკრეტებ! შევარდნაძე ამერიკაში რომ ჩავიდა, პირდაპირ უთხრეს – მილიარდები გვაქვს საქართველოში გადმორიცხულიო. დაბრუნდა საქართველოში თუ არა, აღმოჩნდა რომ ამერიკას , თურმე მართლაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში მილიარდები გადმორიცხული, მაგრამ არა ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ ამ წურბელებისა და საქართველოს დაუძინებელი მტრების – არასამთავრობოების გამოსაკვებად!

დამისახელეთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიკეთისთვის იბრძვის და რომელსაც ხალხისთვის რამე გაუკეთებია! ძირითადად, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები ქმნიან და აარსებენ საქართველოში ტელევიზიებს. არ დარჩა არცერთი პატიოსანი ტელევიზია, სადაც კაცი გამოვა და მართალ სიტყვას იტყვის. ცხონებული მერაბ ბერძენიშვილი მეუბნებოდა – ერთ მართალ ტელევიზიას შეუძლია საქართველოს გადარჩენა! ამიტომ ქართველებმა მთელი ქვეყანა უნდა შევძრათ და ერთი ქართული ტელევიზია დავაფუძნოთ, თორემ ქვეყანა თავზე დაგვემხობაო!არ აგვიხდა ამ დიდი შემოქმედისა და საქართველოს ჭეშმარიტი მეჭირისუფლის სიტყვები? ამ დღეებში აჭარაში გახლდით და უმძიმესი სიტუაციაა – გარედან შემოსული ძალა  გაპარპაშებულია! არადა, გამოსავალი მარტივია – დალოცვილო, პრეზიდენტი რომ ხარ, გაატარე ღირსებით სავსე პოლიტიკა და გამოაცხადე “თურქები საქართველოში ისარგებლებენ ისეთივე უფლებებით, როგორითაც ქართველები თურქეთში სარგებლობენ!” ამ უკუღმართმა პოლიტიკამ და სხვის დაკრულზე ბუქნაობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ქართველები თურქეთშიც მონები არიან და საქართველოშიც. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანა იაგოებით გაივსო. იაგო რომ არ ყოფილიყო, ოტელო და დეზდემონა ბედნიერები იქნებოდნენ… იაგოები არიან პოლიტიკაშიც და იაგოები მართავენ ტელევიზიებსაც, ხოლო ბიზნესი ჩაბარებული აქვთ სლომონ ისაკიჩ მეჯღანიაშვილებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ საქართველოში იაგოები, ყვარყვარეები და მეჯღანუაშვილები ერთმანეთთან დიდი სიამტკბილობით თანამშომლობენ!

 – მაინც რა გახდა საქართველოს ასეთი დამცირებისა და დამდაბლების მიზეზი?

– ამის მიზეზიც ჩვენი ბედოვლათობაა! რომელ დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ, როცა აშშ საელჩოს ნებართვის გარეშე ქვეყანა სააკაშვილისა და ნაცსექტის მიერ გორში დამხობილი სტალინის ძეგლის აღდგენას ვერ ახერხებს? უფრო მეტიც, როგორც გორში გამართულ შეხვედრაზე მითხრეს, თურმე გამოჩნდა ბიზნესმენი, რომელმაც განაცხადა – ვიხდი 100 ათას დოლარს  ვიყიდი სტალინის ძეგლს და საკუთარი ხარჯებით დავდგამო! არ აძლევენ ამის უფლებას… როცა სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე პარლამენტში მიუტანიათ განცხადება , “ქართული ოცნების” მესვეურებს საინიციატივო ჯგუფისთის პირდაპირ უთქვამთ – დაგვერწმუნეთ, თქვენზე უკეთ ვიცით ხალხის განწყობა და ეჭვიც არ გვეპარება, რომ საზოგადოების დიდ უმრავლესობას ძეგლის აღდგენა და ძველ ადგილზე დაბრუნება ძალიან უნდა, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა, ამერიკის საელჩო ამის უფლებას არ გვაძლევსო.ამის შემდეგ ამ ქვეყანას “თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო” ჰქვია?

მსოფლიო საოპერო ხელოვნების კაშკაშავარსკვლავმა გიორგი ონიანმა ფოტოსურათები გამომიგზავნა საფრანგეთიდან იმის დასტურად, რომ პარიზში არსებობს სტალინგრადის სახელობის ქუჩაც და სტალინის ძეგლიც…სტალინის ძეგლი ამერიკაშიც დგას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას გვიკრძალავენ იმიტომ რომ ღირსება დავკარგეთ!

 – 2011 წლის 26 მაისს თქვენ და ნინო ბურჯანაძე ერთმანეთის გვერდით იდექით…შალვა ნათელაშვილის ოფისში. დღეს ნინო ბურჯანაძე და გიგა ბოკერია ერთად რომ სხედან და ხვალ-ზეგ, მათ  შესაძლოა, ვანო მერაბიშვილიც შეუერთდეს, ამაზე რას იტყვით? ეს რა ზნეობა და მორალია?

– თავიდანვე ვაცხადებ, რომ ნათელაშვილის ოფისში ფრთიანი ანგელოზებიც რომ იკრიბებოდნენ, ვინმეს წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ გავერთიანდები! “ყველა ერთის წინააღმდეგ!” ფაშისტური ლოზუნგია და ამ ხალხის გვერდით არ დავდგები!

თავის დროზე ყველა გაერთიანდა შევარდნაძის წინააღმდეგ და მერე იგივე მოხდა სააკაშვილთან მიმართებაშიც. არაფერი კარგი ამ ძალადობრივმა ლოზუნგმა ქვეყანას არ მოუტანა. საერთოდ, ჯანსაღი სისტემა აჯანსაღებს, ხოლო ავადმყოფი სისტემა ყველაფერს აავადებს! ქვეყანაში ავადმყოფი სისტემა გვაქვს და შესაბამისად, პოლიტიკოსებიც ავადნყოფებად იქცენენ! მაგალითად, მომღერალი თემურ ცაგურია ცხონებულ ჟიული შარტავას სულ ნერვებს უშლიდა, რადგან კაცს დროის შეგრძნება ჰქონდა დაკარგული და შეხვედრაზე სულ აგვიანებდა. ცაგურია წავიდა ამერიკაში და გახდა აბსოლუტურად სხვანაირი – ნუგზარ რუხაძემ ბარში სიგარეტი რომ გააბოლა, ლამის თავზე დაახტა – სამსახურიდან გამაგდებენო! ანუ კარგმა სისტემამ ის კაცი რეჟიმში ჩააყენა და გააუკეთესა. კარგ სისტემაში ნაცხოვრები ფადი ასლი კი რომ ჩამოვიდა საქართველოში და დაინახა ცუდი სისტემა თავადაც გახდა ბანდიტი და საზიზღარი ადამიანი, რომელიც საქართველოში  ბარკლების ბიზნესს ფლობს და ცხვირს იქ ყოფს, სადაც არაფერი ესაქმება. პაატა კოღუაშვილს თუ დავესესხებით, კომუნისტების დროს, საქართველოში 20 მილიონი ფრთა ქათამი არსებობდა , დღეს კი ეს რიცხვი 800 ათასამდეა შემცირებული, ასევე კატასტროფულად გახლავთ შემცირებული ქართული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობაც… ვისაც თევზი შემოაქვს საქართველოში, ბაჟისაგან ფაქტობრივად გათავისუფლებულია, მაგრამ ვინც თევზის საკვებ პროდუქტს ეზიდება, იმას საბაჟოზე ატყავებენ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში თევზის რეწვა და მოშენება არავინ გაბედოს და ვიღაცის ბიზნესს საფრთხე არ შეუქმნას. აი, ეს უკუღმართი და ღალატიანი სისტემა უნდა დაინგრეს. რაც შეეხება თქვეს შეკითხვას, რაც დღეს ნათელაშვილის ოფისში ხდება, არის სრული გაუგებრობა! მე ვამაყობ იმით,  რომ 2011 წლის 26 მაისს ვიდექი იქ, სადაც ვიდექი, რადგან მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ  სააკაშვილს, რომელიც მიწაზე ფორთხავდა, სამხედრო აღლუმი არ უნდა ჩაეტარებინა. ასე ფიქრობდა იქ მყოფთა 98 პროცენტი,მაგრამ როგორც დღეს ვარკვევ და მეუბნებიან, 2011 წლის 26 მაისის ღამეს ვიღაც-ვიღაცეებს, თურმე სხვა გეგმებიც ჰქონიათ!

 – დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

– რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც გამოჩენა არ სურთ,მეუბნებიან რომ 2011 წლის 26 მაისს ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში გასამხედროებული ფორმირებების შემოყვანა იგეგმებოდა!

– ვინ ხელმძღვანელობდა ამ ოპერციას? 

– ჩემი ინფორმაციით,რომელიც ოპერაციაში მონაწილე ქართველებისგან მივიღე, ამ სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა და აფინანსებდა ირაკლი ოქრუაშვილი! ქართველებმა პირდაპირ მითხრეს – ოქრუაშვილისგან ფული მანქანების საბარგულებით მოგვდიოდაო!

 – სად იყო ეს ხალხი შეკრებილი?

ეს ხალხი შეკრებილი იყო ჩრდილოეთკავკასიაში, რომელსაც ავარჯიშებდნენ და საგანგებოდ წვრთნიდნენ. იქ მარტო ქართველები არ ყოფილან, სხვებიც იყვნენ და მერე ერთობლივად უნდა შემოსულიყვნენ საქართველოში! სააკაშვილმა, როგორც ჩანს, ყველაფრის შესახებ იცოდა და იმიტომაც არ შემოუშვა ოქრუაშვილი საქართველოში, მაგრამ სააკაშვილი არც ერთ ვარიანტში არ იყო მართალი.

თუ როგორ გამოემგზავრა ირაკლი ოქრუაშვილი უსაბუთოდ პარიზიდან, როგორ დუშვა საფრანგეთმა მსგავსი პრეცედენტი და როგორ ჩაფრინდა ის რუსეთში, ეს უკვე გახლავთ იმ ბინძური პოლიტიკის ნაყოფი, რასაც საქართველოს მიმართ რუსეთი და ამერიკა ერთობლივად აწარმოებენ.

ვერ გავიგეთ და ვერ მივხვდით, რომ რუსეთი და ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის თანხმდებიან?!

– ვანო მერაბიშვილი ვის მხარეს დადგება – სააკაშვილთან მივა თუ ბოკერიასთან?

– ვისაც მერაბიშვილი პოლიტიკოსი ჰგონია, ერთი იმის თავში ჩამახედა! მერაბიშვილი, ალბათ უფრო დამოუკიდებელ თამაშს შეეცდება და არც სააკაშვილთან წავა და არც ბოკერიასთან! გააჩნია, რა პოლიტიკური სცენარი იქნება დაწერილი ქვეყნის გარეთ.საერთოდ, ერთი რამ დავიმახსოვროთ – საქართველოში “მოქალაქეთა კავშირის” დაშლის შედეგად რა პოლიტიკური პარტიებიც გაჩნდნენ, უკლებლივ ყველა პარტია იყიდება! სააკაშვილი, ბოკერია და მათი დანაყოფები თუ გამონაყოფები ყველანი არაერთხელ გაიყიდდნენ და გაყიდულები არიან. მაგალითად, ბოკერია 2003 წლის 23 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე , ჩემს ყიდვას და გადაბირებას აპირებდა, როცა ხან ხაშურში მთხოვდა არაფორმალურ შეხვედრას და ხან – სად. მე მას ვუთხარი, რომ თუ სურდა, მწვეოდა ქუთაისში, ჩემს სამუშაო კაბინეტში. ბოკერია მართლაც მეწვია და გადმომცა სააკაშვილის გზავნილი – გადმოდით ჩვენს მხარეს და ჩემთან, ჟვანიასთან და ბურჯანაძესთან ერთად თქვენც რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იქნებოთო. ცხადია, მიიღეს უარი, რადგან გამყიდველებთან და მოღალატეებთან ვერ დავდგებოდი…

საქართველო დაყოფილია პოლიტიკურ სამთავროებად და პარტიულ სააგიტაციო პუნქტებად, რომელთა ფუნქციასაც ვითომდა თავისუფალი ტელევიზიები ასრულებენ. ნაციონალურ სექტის ტელევიზიამ “მთავარმა არხმა” თავიდან ბოლომდე ჩაიწერა ჩემი ბრიფინგი, მაგრამ ეთერში არაფერი გაუშვა, რადგამ ტელევიზია ემსახურება სექტას.

  – ამ ყველაფრის ფონზე ბიძინა ივანიშვილის როლსა და ფუნქციას რაში ხედავთ?

– ბიზნესმენი და მეცენატი ბიძნა ივანიშვილი საქართველოს ჰაერივით სჭირდება მაგრამ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესსაც კლავს და თავის თავსაც!

  -საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს თუ მაჟორიტარულით?

– ამერიკის შეერთებულ შტატები, სადაც არჩევნები მაჟორიტარულია, საქართველოს აძალებს, რომ პროპორციული სისტემით ჩაატაროს არჩევნები! თუ პროპორციული სისტემა უნაკლო და სამაგალითოა, ამერიკამაც ისარგებლოს ამ მოდელით და ამერიკაშიც პროპორციული არჩევნები ჩაატარონ!  პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე თავს იმიტომ იკლავენ, რომ მასონური პარლამენტი უნდათ! რაც გინდა უზნეო მაჟორიტარები შევიდნენ პარლამენტში, ქართველი ხალხი მასონური პარლამენტის არჩევას არ დაუშვებს! უცხოელებმა ეს იციან და ამიტომ გვიძალიანდებიან!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაგრძელება იქნება

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *