ვიფიქროთ საქვეყნო პიროვნებებზე და არა ძმაკაცებსა და საჩვენოზე!
ეს არის ჩვენი პოზიცია!
“მეცნიერთა კონგრესში -ეროვნული თანხმობისთვის” მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია, ისეთი მედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჭკუას კი არ ასწავლის ხალხს, არამედ ემსახურება მას – ხალხს, ქვეყნის ჭეშმარიტ პატრონს!
საქართველო სავსეა ასეთი ადამიანებით, საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს დაადასტურა “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის” მზადების განვლილმა ეტაპმა. ამას ადასტურებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში – ქალაქებსა და რაიონებში.
აპრილის ბოლოს, არაუგვიანეს 10 მაისისა, გამოვაქვეყნებთ მოსახლეობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მეცნიერებთან დათათბირებით შერჩეული იმ ადამიანთა სიებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძირითადში კარგი განწყობაა.
აპრილიდან, „ქართული ტვ“ -ს მხარდაჭერით გვექნება სპეციალური გადაცემა „ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება“.
ჩვენ ერთგული ვართ ,ცნობილი მოღვაწეების მიერ შექმნილი და ათასობით ადამიანის მიერ მხარდაჭერილი პროგრამული დოკუმენტის, “მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო,ერთიანი ერთი,გაერთიანებული სახელმწიფო!”მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამული კრებულების -“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”, “ახალი განზომილება -რა გავაკეთოთ,რომ გადავრჩეთ!”-განწყობის და იმასაც ყველას გასაგონად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ სიმართლის საბოლოო ინსტანცია, მაგრამ თანამშრომლობა საჭიროა, დისკუსია აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება:
● სახელმწიფო კაცების საკრებულო…
● პიროვნებათა პარლამენტი…
● მართალი ტელევიზია..
● მეცნიერთა მიერ გაანალიზებული – ქვეყნის პოტენციალი, ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა და ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში,რეალური პოტენციალის მოქმედებაში მოყვანის პროგრამა !
ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული,რომ ქვეყნის მომავალი პირდაპირ არის
დაკავშირებული -ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციასთან!
ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული წარმატების ფორმულა:
ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად (ხაზს ვუსვამთ -დემოკრატიულად)
არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს-ინტელექტის და ზნეობა!
ჩვენი მოქმედებაც და აზროვნებაც ეყრდნობა ბიბლიური პრინციპს: მთავარში-ერთობა,სადაოში-თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში-სიყვარული!
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის!


