პროფესორი რეზო ბალანჩივაძე: ელექტორატმა სწორედ ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და მის გუნდს უნდა დაუჭიროს მხარი,თუ ქვეყნის გადარჩენა უნდა!

პროფესორი რეზო ბალანჩივაძე საკუთარ სტატუსზე ” ათი ის თვისება, რომელიც ახასიათებს ბატონ თეიმურა შაშიაშვილს და  რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ხელისუფალისათვის!” კომენტარებთან და გამოხმაურებასთან დაკავშირებით ახალ სტატუსს აქვეყნებს.

პირველ რიგში, მადლობა გამოხმაურებებისთვის გამოხმაურებები დაიდო ჩემს გვერდზე, ბატონ თეიმურაზის გვერდზე, პარტია„თეთრების“ , თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერ ჯგუფებში. . იყო სატელეფონო გამოხმაურებები, მობილურზე დარეკვები და ა.შ. ეს კი საყოველთაო დაინტერესებას ნიშნავს. რომ ხალხი გამოფხიზლდა. ხალხი გააქტიურდა არჩევნებთან დაკავშირებით.ხალხი დარწმუნდა,რომ ქვეყნის გადარჩენა არც ბელადებში, არც მილიონრებშია და არც პარლამენტარებში, რომლებიც პარლამენტისკენ იმიტომ მიძვრებიან,რომ მათი მილიონები გააათმაგონ. ხალხი დარწმუნდა, რომ კეთილსინდისიერმა, პატიოსანმა,ზნეობრივმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა, მცოდნე, განათლებულმა, წიგნიერმა ადამიანებმა უნდა მართონ ქვეყანა და არა უწიგნურმა, გაუნათლებელმა,ბნელმა,უსინდისო საქმოსნებმა.

ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ მეცნიერებმა, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომაგენლებმა,კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეებმა.

საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არის! მათ მოძიება და წინ წამოწევა უნდა. მათი დიდი ნაწილი თავმოყრილია ბატონ თემურ შაშიაშვილთან.იგი წლების განმავლობაში ეძიებდა და თავს უყრიდა ამ ხალხს. ამგვარ ადამიანების დახმარებით შექმნა მან ორი დიდი დოკუმენტი,ორი  დიდი წიგნი „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ და „ახალი განზომილება“. და ფაქტიურად საფუძველი მოუმზადა დამოუკიდებელი, თვისუფალი, დემოკრატიული, ზნეობრივი,ეროვნული ქვეყნის მშენებლობას.

სამწუხაროდ, ფეისბუქი არ იძლევა იმის საშუალებას,რომ გამოვეპასუხო ყოველ მხარდამჭერს,მაგრამ ზოგიერთზე მაინც ვიტყვი ორიოდ სიტყვას; ასე მაგალითად: ჩამოთვლის რა ათივე თვისებას, ქალბ.ლია მაჩიტაშვილი წერს, რომ იგი „მთელი ცხოვრება ამ ნიშნების გამო უცხადებს მხარდაჭერას ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს. საოცარი და იმედის მომგვრელია ქალბ.ლია აბჟანდაძის კატეგორიულობა, რომელიც აცხადებს, რომ “საქართველოს მტერი უნდა იყოს ის, ვინც მხარს არ დაუჭერს ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და მის გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში”. ბევრი კომენტატორი იმიტომ ეთანხმება ჩემს პოზიციას, რომ არასოდეს არაფერი გაუგია ბატონ თეიმურაზზე მაკომპრომიტებელი /ქალბატ.თინიკო ლობჟანიძე/. ბატონი შალვა გუგეშაშვილი ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს ახასიათებს როგორც ღირსეულ მოქალაქეს პოლიტიკაშიც და პირად ცხოვრებაშიც…

მას განსაკუთრებით მოსწონს ის, რომ ბატონი თემურის გარშემო თავს იყრის მაღალი განათლების მქონე ინტელიგენცია,რომელსაც შეუძლია სახელმჭიფოს სწორი მართვა და გადარჩენა. ბატონი შალვა იმდენად დარწმუნებულია ბატონი თეიმურაზის პიროვნულ ღირსე- ბებებში და იმაში,რომ ხალხი უეჭველად დაუჭერს მას მხარს, რომ მიაჩნია – თუ ხალხისძლიერი მხარდაჭერა ექნება თვით ამერიკა და რუსეთიც კი ვერაფერს გახდებიან მასთან და არჩევნებს ვერ გააყალბებენ. იძლევა რა ქვეყანაში არსებული ვითარების სწორ ანალიზს, ბატონი შალვა გუგეშაშვილი ამბობს, რომ “ქვეყანას განათლებული მმართველები სჭირდება.განათლებული იმდენად, რამდენადაც ცოდნა, განათლება ისეთ ძალას აძლევს ადამიანს /„ცოდნა ძალაა“ -ჰობსი/, რომ განათლებული ადამიანი არასოდეს დაემხობა მტრის მონად და საკუთარ ქვეყანას არ უღალატებს”.

ჩემს პოსტზე „: “ათი ის თვისება, რომელიც ახასიათებს ბატონ თეიმურა შაშიაშვილს და  რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ხელისუფალისათვის!”“… დღემდე გრძელდება გამოხმაურებები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ელექტორატი გაცილებით უფრო საღად მოაზროვნეა, ვიდრე 2018 წლის არჩევნების დროს იყო. მას მიაჩნია, რომ ამ ელექტორატმა სწორედ ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და მის გუნდს უნდა დაუჭიროს მხარი,თუ ქვეყნის გადარჩენა უნდა.საწინააღმდეგო შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ ერთ ახალ შეცდომას დაუშვებს და დაიღუპება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *