სიცოცხლის ძალა….

კორონავირუსმა დაგვაფიქრა და ამ დღეებში ვივსებით სიცოცხლის,სიყვარულის,რწმენის,ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის დროა!

მომავალი აქვს იმ ქვეყანას,იმ ოჯახს,იმ ადამიანს,ვინც და სადაც ფიქრობენ და მოქმედებენ სიკეთით გამარჯვებით!

დღეს, გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრის და სიძულვილის სიყვარულით დამარცხების დროა!

დღეს იმის დროა,რომ თითოეულმა, ჩვენს მიმართ ნასროლ სიძულვილის კენჭს ,სიყვარულის ლოდი დავახვედროთ!

დღეს ბოროტისაგან განთავისუფლების და გაკეთილშობილების,სულის მზით შევსების დროა!

დღეს,სიკეთით დასნეულების დროა!

დღეს შურსა და მტრობაზე ამაღლების დროა!

დღეს ,სათნოების დროა!

გამარჯვებით,ქართველებო,თანანემამულენო! მსოფლიო იცვლება ჩვენ თვალწინ,უფალმა ჩვენ გაგვხადა ამ პლანეტარული ცვლილების მონაწილედ და როგორც,წმიდა მამები ამბობენ-

“განსაცდელი ბოროტება კი არა სიკეთეა.. ” მთავარია ვიაროთ უფლისკენ!

“ქართველნო,ერთად,ღვთისაკენ!”

ეს ათქმევინა უფალმა პატრიარქს,ჩვენ სულიერ მამას,ილია მეორეს, 1994 წელს,აგვისტოში,ბაგრატის ტაძარში და საგალობელიც შეაქმნევინა!

დიდება უფალს!

ჩვენ დიდი წარსულის,მძიმე რეალობის,მაგრამ კიდევ უფრო დიდი მომავლის ქვეყანა ვართ!

სიყვარული აგვამაღლებს!

ივერია გაბრწყინდება!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *