(ასავალ – დასავალი) თემურ შაშიაშვილი: მე ვემხრობი იმ გზას, რომელსაც ჩვენი დედაეკლესია ადგას, იგი უფალთან დარჩა!

“თეთრების” ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პირობებში უცხოეთიდან შემოტანილი პესტიციდებით მდიდარი და გენმოდიფიცირებული საკვებით ქართველი ხალხის იმუნიტეტი ისედაც დანგრეულია, შიში ფდა პანიკა ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ასეთ დროს საშიშ ვირუსს ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმიც კი ვერ შეეწინააღმდეგება

– დაახლოებით თხუთმეტ სხვადასხვა ქვეყანაში ვესაუბრე კოლეგებს, მეგობრებს,ნაცნობებსა და ახლობლებს და ყველას დავუსვი ერთი და იგივე შეკითხვა – რას ამბობენ კორონავირუსის შესახებ იმ ქვეყნის ექიმები, სადაც თქვენ ამჟამად ცხოვრობთ? პასუხი ყველგან  ერთი და იგივე – მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია რთულია, აქაური ექიმების შეფასებით კორონავირუსი პანდემიაც კი არ არის. მდგომარეობა დამძიმდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამედიცინო სფეროში პოლიტიკოსებმა ჩარგეს ცხვირი და ექიმების ენით დაიწყეს ლაპარაკი. ფაქტია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია პანიკა და რაც მოხდა არის ის, რომ ყველა დაგვსვეს და გამოგვკეტეს სახლში.

 – ბატონო თემურ, მაშინ რა გამოდის, რასაც მთელი მსოფლიოს ტელევიზიები და ნაირნაირი საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, ყველაფერი ტყუილია და აჟიოტაჟი ხელოვნურია?

– ნუ ვუსმენთ ექიმების ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსებსა და ტელევიზიებს, რომლებმაც საქართველო არაერთგზის მოკლეს! ფაქტია, რომ იაპონია, შვედეთი და სამხრეთ კორეა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ სხვა გზით წავიდნენ. მაგალითარ, შვედეთში ცხოვრობს ძალიან საინტერესო პიროვნება და იქაური ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ქალბატონი ლელა კუხიანიძე. რომელმაც მითხრა – შვედეთში არც სწავლა შეწყვეტილა, არც კარანტინია. არც საგანგებო მდგომარეობაა, სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებიც ჩვეულებრივად  იმართება,მაგრამ დაინფიცირებულტა რიცხვი ძალიან დაბალიაო! ჩვენთან კი რა ხდება? დაკეტეს სკოლები, დაკეტეს ბაზრები, მაღაზიები  დაიკეტა უნივერსიტეტები, ახლა ეკლესიების დაკეტვასაც ითხოვენ და ადამიანები მიიყვანეს დეპრესიამდე. ! ყველა, ვისაც კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვესაუბრები, ერთსა და იმავეს მეუბნება – გაუფრთხილდით იმუნიტეტს, რომელსაც ანგრევს და ანადგურებს შიში დსა პანიკა! მართლაც, ძლიერმა იმუნიტეტმა უნდა დაგვიცვას კორონავირუსისგან. მაგრამ, აბა, კარგად დავაკვირდეთ, რა დღეშია ჩვენი იმუნიტეტი! ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა ჩამკვდარია და თურქეთიდან და ირანიდან პესტიციდებით მდიდარი საკვები შემოდის, არ შეიძელბა, მოსახლეობის იმუნიტეტი მაღალი იყოს, რადგან სწორედ პესტიციდები და გენმოდიფიცირებული პროდუქტებია იმუნიტეტის ნომერ პირველი მტერი!

ამას დაერთო შიში და პანიკა, რომელიც გადაიზარდა დეპრესიაში…

 – ამ სიტუაციაში ხალხი როგორ უნდა მოიქცეს?

– მე ვემხრობი იმ გზას, რომელსაც ჩვენი დედაეკლესია ადგას – იგი უფალთან დარჩა! ეკლესიას არავისთვის მოუწოდებია, გინდა თუ არაჩვენთან მოდითო, მაგრამ ეკლესიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ უფლის სახლის კარი არ დაკეტონ! გამოდიან მინისტრები და გაიძახიან – აღდგომას ეკლესიაში არ წავალთო! მინისტრებო, იბრძოლეთ იმისთვის, რომ აღდგომას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ იყოს. კი, ბატონო, მინისტრებს შეუძლიათ ეკლესიაში არ წავიდნენ მაგრამ მე მოვიქცევიისე, როგორც ასი ათასი წმინდანი მოიქცა, როცა ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ დაადგა! ყველა ქართველს მოვუწოდებ: ჩვენ ქვეყანას ვჭირდებით არა სახლში გამოკეტილი, შეშინებული და ატირებული. არამედ მოქმედი და ბრძოლის ჟინით ანთებული! კორონავირუსი არის განსაცდელი, რომელშიც საქართველომ თავისი მომავალი უნდა დაინახოს, ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი  გახარია კრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, მაგრამ როცა გყავს დავით იაკობიძე, ლადო პაპავა და მიხეილ ჯიბუტი, სწორედ ამ ხალხს უნდა დაუძახო და ამათ ჰკითხო თუნდაც  ეკონომიკაზე რჩევა!

ბანკებმა სესხები გადაავადეს, აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რო ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 მილიონი გადარიცხა…

– კიდევ ერთხელ ვაცხადებ,დღეს საქართველოს პოლიტიკოს ივანიშვილზე მეტად ქველმოქმედი ივანიშვილი სჭირდება! პირადად ბატონი ბიძინას და საქართველოს უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსი ივანიშვილი ებრძვის ქველმოქმედ ივანიშვილს და მის დიდ სიკეთეს აცამტვერებს! რაც შეეხება სესხების გადავადებას, ამ ნაბიჯის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ამას ჯობდა , ხალხს სხვანაირად მოვხმარებოდით. მაგალითად, ამ წლის ბოლოდე მიგვეცა 200 ლარის ოდენობით უპროცენტო სესხი. ამ ხელისუფლებამ ვერ ალაგმა ფარმაცევტული კომპანიები, რომლებმაც ამ გაჭირვების დროს მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო აწიეს. იტალიაში ამის გამო ძალიან ბევრი დაიჭირეს… კორონავირუსის მძვინვარების გამო, ამერიკაში ფასები თითქმის ყველაფერზე მცირდება, ხოლო ხოლო საქართველო იზრდება! რა ხდება, ბატონებო?  ამერიკაში ვინც პროდუქტებზე ფასები გაზარდა, ხელისუფლებამ ჩამოუარა და ნამეტი ყველას ბიუჯეტში შეატანინა! სხვათაშორის,  იგივე დამართეს ბანკებსაც. გუშინწინ ტაქსის მძღოლმა ლამის ტირილით მითხრა – მიკროსაფინანსოდან მირეკავენ, პროცენტის შეტანას მთხოვენო! – როგორ, სესხი არ გადაგივადეს მეთქი? რა გადამივადეს… დღეში ათჯერ მირეკავენ, – ეგ ჩვენ არ გვეხებაო!ბატონებო, პარლამენტში რას აკეთებთ?! ადექით მიიღეთ იგივეკანონი, რაც ამერიკაშია!სადაზღვევო სისტემის  ბოსებო, ამდენი ხანია, ზემოგებაზე მუშაობთ. მთელი ქვეყანა შეჭამეთ და ამ პანდემიის პირობებში მაინც დაუდექით ადამიანებს გვერდით!

რაც შეეხება კომუნალური გადასახადები, კერძოდ 200 კილოვატი ელექტროენერგიასა და 200 კუბური მეტრის გაზის სამი თვის განმავლობაში სრულად დაფინანსებას. ამაზე რას იტყვით?

– ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ, როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, არ არის ეს გადაყვეტილება სწორი! ჯერ ერთი, რომ ამბობენ, ეს დახმარება 1 მლნ. 300 ათას ოჯახს შეეხებაო, არც ეგ არის მართალი, რადგან ამდენი ხალხი, საქართველოში, სამწუხაროდ, დიდი ხანია აღარ ცხოვრობს!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *