ფეისბუქის კომენტარები: მახსოვს თქვენს მიერ ფეხზე დამდგარი ქუთაისი ჩემი სტუდენტობისას.ამიტომ გენდობით!

  • Aleko Shengelia თემურ მე იმიტომ გიჭერ მხარს რომ ღალატი არ შეგიძლია პრინციპების რომელიც ცხოვრებამ და მისმა ანალიზმა განამტკიცა თქვენში, გამბედავი ხართ და არასდროს თქვენს გაკეთებულს არ ამადლით არავის,აკეთებთ იმიტომ რომ რაიმე დივიდენდი მიიღო ვინმესგან და რაიმესგან ,არამედ ასე წაადგება ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხს,რა თქმა უნდა რაღაც საკითხში განსხვავებული შეხედულება შეიძლება გვქონდეს მაგრამ მთავარში სრული ჰარმონია გვაქვს,გაიხარე,მე თქვენს გვერდით მიგულე სადაც და როგორაც არ უნდა იყოს!
  • უღრმესი მადლობა ბატონო თეიმურაზ! ძალიან საინტერესო გამოსვლა გქონდათ, ითქვა ყველაფერი სიმართლე როგორ ყოველთვის, რასაც სამწუხაროდ არავინ არ ამბობს, გისურვებთ წარმატებებს, უფალი გფარავდეთ! – ნოდარ ჯოჯუა 
  • მახსოვს თქვენს მიერ ფეხზე დამდგარი ქუთაისი ჩემი სტუდენტობისას.ამიტომ გენდობით!გამარჯვებით იარეთ! თამრიკო სოსელია
  • Чито Вакадзе ხვდებით ჩემო საყვარელო ქუთაისლებო – შაშიაშვილის მსგავსი მერი არც ჰყოლია ქუთაისს და არც ეყოლება !
  • – და მერე ვინ გვაძლევს ნებას ავირჩიოთ ის ვინც გვინდა. ბოლო 28 წელია არჩევნები არჩევნებამდეა გაყალბებული და ასეთ არჩევნებზე მონაწილეობა ხომ არის ხალხის გაბრიყვება. ხალხის მისვლა არცევნებზე უნდათ ომიტომ რომ უხეთის დამკვირვებლებს აჩვენონ(ან ისინი რის მაქნისები არიან, მე თუ მკითხავთ. დღეს ყველაფერი ცირკის არენადაა გადაქცეული), რომ ხალხი მივიდა შედეგები კი ისეთი დაიდება რაც წინასწარ აქვთ უკვე გაწერილი და კოჰაბიტირებულად გდაწყვეტილი. დიდ პატივს გცემთ ბატონო თემურ, მაგრამ რეალობა ესაა აგერ უკვე 28 წელია. უბედურება ის არის რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ აკეტებს სათანადო დასკვნებს. როგორ შეიძლება ისევ იმას მისცე ხმა ვისაც შანსი ორ ორი ვადით ქონდა და ვერ გამოიყენეს ქვეყნის განვითარებისთვის უფრო უარესი განადგურებამდე მიგვიყანეს და 1991 წლის 9 აპრილის მონაპოვარი ჯოჯოხეთად გვიქციეს. თქვენს ბოლო ვიდეომიმართვაში თქვენ აღნიშნეთ ეროვნული კრების მოწვევაზე. ეროვნული კრებაც საჭიროა და საერთოდ საქმე ისე მიდის ვგონებ ალტერნატიული ეროვნული ხელისუფლების შექმნა მოგვიწევს სადაც არსებულს შეუწყვიტავთ უფლებამოსილებას ეს უნდათ მათ თუ არ უნდათ.(ისე როგორც ისლანდიაში მოიქცნენ) როგორ ეს ალბათ თქვენც გეცოდინებათ როგორც პოლიტიკოსს და იურისტებიც ჩავრთოთ. ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს ხალხისადმი ძალაუფლების დაბრუნება და ამ ძალაუფლების განმახორციელებელი საშუალების –რეფერენდუმის– სრული ამოქმედება. მერე ვერც ერთი პარტია იქნება ეს, თუ პიროვნება ვერ შეძლებს თავის ხვიშტირიკებს დაუქვემდებაროს რაიმე ინსტიტუცია და მითუმეთეს თვალში აყაროს ნაცარი ხალხს. იქვე განვიხილავთ, ანუ იმ ეროვნულ კრებაზე, პირველ რიგში მისაღებ საკითხებს, მაგალითად როგორ ჩატარდეს ახალი არჩევნები( სადაც როგორც თქვენ ბრძანეთ და ალბათ ბევრი დაეთანხმება ჩატარდეს არა პარტიულობით არამეტ ინდივიდუალურიბით, მივცეთ საშუალება რეგიონების და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას თავად წარმოგვიდგინონ ის პიროვნებები რომლებსაც ისურვებდნენ ხელისუფლებაში მისავლენად), შემდგომ კი ყველა ის პროექტები და კანონცვლილებები განვიხილოთ რაც შემოთავაზებული იქნება სპეციალისტების და მეცნიერების მიერ. გთხოვთ ამაზეც გააკეთოთ აქცენტი თქვენს ორშაბათის გამოსვლაში. პატივისცემით ნათელა ქირია. (ამერიკა)
  • ბატონო თეიმურაზ გთხოვთ აფთიაქების მაფიოზურ თემასაც შეეხოთ და მათ მფარველებს უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა მათი ტერორი ხალხის მიმართ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ვინც გაძვირებულ წამლებს ვეღარ ყიდულობს,რომლებიც დიდი რისკის ქვეშ არიან და მათვის წამალი აუცილებელია მე ჩემ გვერდზე ბევრჯერ გავაჟღერე ეს პრობლემა მაგრამ შედეგი ნულია პირიქით ყოველ კვირას ემატება ფასები ,თან უფრო მეტს უმატებენ იმ წამლებს,რომელი წამლებიც ავადმყოფებს სიკვდილის ბოლომდე აქვთ დანიშნული და მათი შეწყვეტა არ შეიძლება,გმადლობთ გისურვებთ წარმატებულ ეთერს.პატივისცემით,დ.ანდღულაძე.
  • ქეთევან ქებულაძე ბ ნ თეიმურაზს თანაბრად შესტკიოდა გული არა მარტო საქვეყნო საქმეებზე, არამედ თანამშრომლებზე.მეზობლებსა თუ მეგობრებზე. მათი ჭირ ვარამის გამზიარებელი იყო მუდამ.
  • ბ-ნო თემურ უდიდესი მადლობა თქვენს გამოსვლებს რომ ვუყურებ მომავლის იმედით მევსება გული და უცხო ქვეყანაში ყოველი ტკივილი მიყუჩდება.მერე გოგოებს უგზავნი და გახარებულები ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს…მარინა ჩიხლაძე
  • – შეკითხვა წალენჯიხიდან. დაეკითხეთ მეცნიერ სპეციალისტებს და ამ თემაზე ერთი კარგი გადაცემა გააკეთეთ რა…

მოკლედ, ვცხოვრობ წალენჯიხის ს. ლიაში, ენგურჰესიდან 15 კმ (კმ ზუსტად არ ვიცი, ასე მსმენია). ჩემს უკან 1 კმ-ში მიედინება ნახევრად დამშრალი მდინარე ენგური.
აქაურ ოჯახებს ჭა ყოველ მეორეს აქვს და წყალიც არის, თუმცა ზაფხულობით, გვალვების დროს შრება.
ამიტომ ფული ვინც იშოვა იმ ოჯახებმა გათხარეს ჭაბურღილები. უკვე 5 ჭაბურღილია რამდენადაც მე ვიცი…
ჩვენთან ქალაქივით დასახლებაა, მჭიდრო და ცენტრალურ გზაზე…

კითხვა:
1. ამ ჭაბურღილების ინდივიდუალურად გაბურღვა არ გააქრობს წყალს მეზობლების ჩვეულებრივ ჭაში?

2. და თუკი გააქრობს, მაშინ იურიდიულად რამდენად სწორია, როცა მეზობელი ამბობს რომ ეს ეზო მისი კერძო საკუთრებაა და ჭაბურღილს რომ გათხრის არავის საქმე არ არის?

დანარჩენს მერე მოგწერთ ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *