პროფ.რეზო ბალანჩივაძე: თეიმურაზ შაშიაშვილი ეყრდნობა მეცნიერულ ცოდნას, ჭეშმარიტ ცოდნას, ობიექტურ ცოდნას!

ფიქრები ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის „მომავლის საუბრების“ გამო

ვისაც სახელმწიფოს მართვაში ჩართვა და მასში წარმატების მოპოვება სურს, იგი უნდა ეყრდნობოდეს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების ობიექტური კანონებს. კანონებს, რომლებიც ხსნიან ბუნების საგნებსა და მოვლენებს და ღრმად წვდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების საზრისს.

ასეთი რამ კი მხოლოდ იმას შეუძლია , ვინც იცის მეცნიერების ფასი, კი არ „ებუტება“ მეცნიერებს, როგორც დღევანდელი ხელისუფლება, არამედ მიჰვება მათ ნაჩვენებ გზას. მიჰყვება მეცნიერებას, რომელიც ერთადერთი იძლევა სამყაროს ზუსტ, ადექვატურ, ობიექტურ ცოდნას, ჭეშმარიტ ცოდნას.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ ნაკლებად აინტერესებთ ობიექტური ჭეშმარიტება. მათთვის ჭეშმარიტია ის, რაც სასარგებლოა პირადად მათთვის და მათი პარტიისათვის. ამიტომაა მათ დაპირებებში ბევრი სიყალბე, ბევრი ცრუ დაპირება, ბევრი თვალთმაქცობა.

ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი ეყრდნობა მეცნიერულ ცოდნას, ჭეშმარიტ ცოდნას, ობიექტურ ცოდნას. ეს ის უპირატესობაა, რაც გამოარჩევს მას თითქმის ყველა პოლიტიკოსისაგან. განსხვავება მასა და პოლიტიოსს შორის ისაა, რომ პოლიტიკოსისათვის ჭეშმარიტია ის, რაც სასარგებლოა მისთვის (ან მისი პარტიისათვის/. ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილისათვის კი მხოლოდ ისაა სასარგებლო, რაც ნამდვილია, ჭეშმარიტია, ობიექტურია! ამიტომაც არ იცვლის იგი მსოფლმხედველობრივ პოზიციასა და ზნეობრივ ღირებულებებს. ამიტომაც უნდა ენდო და გაჰყვე მას!

იხ. “მომავლის საუბრები”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *