თამაზ ჭეიშვილი: ღია წრილი ,თემურ შაშიაშვილს!

შემეძლო ეს პირადშიც მომეწერა,მაგრამ ასე ვარჩიე,იმიტომ,რომ თემურ შაშიაშვილი ხარ!
პირდაპირ გეტყვი !პირველად რომ დაიწყე ფეისბუქკონფერენციების ჩატარება ,,ტელეფონით,, თანაც,ტექნიკურად საშინლად გაუმართავი ფორმით.ვიფიქრე,რას აკეთებს ეს კაცი?ტელეფონით და ფეისბუქით უნდა ამდენი,,მძინარე,, ადამიანის გაღვიძება?ამათ შაშიაშვილი კი არა ,,გაუბიცა,,-ს ზალპი ვეღარ გააღვიძებს მეთქი!არაპერსპექტიული გზა აირჩია მეთქი,ვფიქრობდი!მაგრამ,დღეს სულ სხვანაირად ვმსჯელობ!შენმა,,ტელეფონმა,, ,,პრადვინუტ და მაღალ რეიტინგიან,, TV არხების ასიათას დოლარად ღირებულ აპარატურას აჯობა,ზედ ,,სპუტნიკებიც,,მიაყოლა თავისი,,ვიასატებით,,! …და სწორედ ახლა,როცა შენი,როგორც ,,პოლიტიკური ტელეწამყვანის,, და პოლიტიკოსის რეიტინგი ასეთი მაღლია,როცა ასე დაგიჯერა და შეგიყვარა მუდმივმა მაყურებელმა,გული მტკივა და მეუხერხულებაკიდეც ეს შეკითხვა რომ უნდა დაგისვა!არა და ,იცი შენ ჩემი ხასიათი,რომ არ გკითხო,ალბათ ავად გავხდები და ,,კიდევ,რაღაცის ოპერაცია,, დამჭირდება!


თემურ,როგორია ,,თეთრები,,-ს და ,პირადად შენი,,ბ,, …,,გ,, ან, ,,ც,, გეგმა,იმ შემთთხვევაში თუ ხელისუფლების და ,,ოპოზიციის,, ,,პოლიტიკურმა კაპელამ,, გააყალბა არჩევნები!იდიოტი არავინ არის და ყველა ხედავს,მილონობით დოლარი,ევრო და ლარი რომ იხარჯება ამ ,,წინასაარჩევნო სპექტაკლებში,, რასაც ხელისუფლება და ფულიანი ოპოზიცია მართავს ყოველ ცისმარე დღე!აღარც ამომრჩევლის მოსყიდვას ერიდებიან,ღიად და ,,ალალად,,!იცოდე,მამაჩემი გრიგოლი რომ გაცოცხლდეს და მიბრძანოს-გრიგორიჩ(ასე უყვარდა მომართვა),კენჭი უნდა იყარო,უეჭველადო!-გამორიცხულია,იმასაც კი უარს ვეტყვი!მე არ მიზიდავს პარლამენტში მოხვედრა,არ არის პოლიტიკა ჩემი საქმე!,,სატატისტისავით,, იქ დასაჯდომად არ ღირს დეპუტატის ქვოტის გაფუჭება!დღეს თუ შენ,გეხმარები,როგორც ჟურნალისტი,დაგიჯერე,რომ ნამდვილად სამშობლოს და ერის სიკეთისთვის იბრძვი და იმიტომ ვირჯები ასე,თორემ,ამ სიაფანდი დეპუტატობის კანდიდატების გადამკიდე , ოცდაათი წლის მანძილზე,წესით კი უნდა მესწავლა ჭკუა! არ უნდა გავკარებოდი ქლესა ხალხს,საარჩევნოდ რომ ჭირდება შენი ნიჭი და პოპულარობა და მიზანს მიაღწევენ თუ არა, ერთ ადგილას გიკიდებენ,,მყისიერად,,!


წარმატებას გისურვებ,მებრძოლო და უშიშარო კაცო!იმედია უპასუხებ ამ ღია წერილს!ვფიქრობ,ანალოგიური შეკითხვა ყველას გაუჩნდა,მაგრამ არ გეკითხებიან!

თამაზ ჭეიშვილი.6.09.2020.ფიტავი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *