ქვეყანაში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ  შეიძლება!

არ შეიძლება, ამ მიწის,ამ წყლის,ამ ჰაერის,ამ სითბოს,ამ გეოგრაფიული და ადამიანური რესურსების,ამ ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასეთ სიდუხჭირეში ვცხოვრობდეთ!

● დღევანდელობის ხუთი მომაკვდინებელი ბოროტება:

პირველი – ხელისუფლების თვითკმაყოფილება ;

მეორე – ოპოზიციის გაბოროტება ;

მესამე – საზოგადოების მორჩილება ;

მეოთხე – ინტელიგენციის დუმილი ;

და ბოლოს,კიდევ ერთი და განსაკუთრებული – პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა , ხალხის დიდი ნაწილი სხვის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, საკუთარ თავთან ბრძოლა არ მიდის , დავიწყებულია რომ სხვაზე კი არა ,საკუთარ თავზე გამარჯვებაა ყველაზე დიდი გამარჯვება და რაც მეტი შევძლებზთ ამას – მით მეტი ძლიერი იქნება სამშობლოც , ჩვენი საქართველო!

საერთო მონდომებით ყველას,ხუთივეს შევცვლით და ხალხის,ქვეყნის მდგომარეობაც რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისაკენ…სხვა შემთხვევაში კვდომის პროცესი გაგრძელდება და 3-4 წლის შემდეგ შველა შეუხლებელი გახდება…

უმთავრესი და უპირველესი არის ორი რამის გაცნობიერება:

პირველი-ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება…

მეორე-ხელისუფლება მსახურია,ხალხის მიერ დაქირავებული და არა უფროსი,როგორც იქცევა ხელისუფლება და,რასაც ეგუება მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი….

ჩვენ ვირჩევთ ოთხ პრიორიტეტს:

პირველი – განათლება, მეორე – მეწარმეობა და თავისუფალი მეწარმეობის დაცვა, მესამე- რომელიც არასდროს არ თქმულა: კულტურა და მეცნიერება – ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი. და მეოთხე – ქართული სოფელი, როგორც კულტურული ფენომენი.

აქ შეგიძლიათ ნახოთ 2020 წლის “მომავლის საუბრები” სრულად

ჩვენი ფორმულა უცვლელია:ქვეყანას მართას დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა

ეს არის ჩვენი პოზიციაც და ბრზძოლის დიდი სურვილიც..ჩვენი გვერდიც ამას ადასტურებს..

ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ინტერნეტტელევიზიაში

” მ ო მ ა ვ ლ ი “

● ყოველ ორშაბათს ოთხ საათზე

● ყოველ ოთხშაბათს ოთხ საათზე

შემოგვიერთდით,გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

იხ.  2020 წლის მომავლის საუბარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *