ბონდო ქურდაძე: “სახელმწიფო კაცების“ მოსვლა, ძირეულად შეცვლის დღევანდელ მენტალიტეტს,

საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ჟურნალისტი, ბონდო ქურდაძე სახელმწიფო კაცების საკრებულოს იდეასთან დაკავშირებით წერს:

“სახელმწიფო კაცების“ მოსვლა, ძირეულად შეცვლის დღევანდელ მენტალიტეტს, ერთ კაცზე აღარ იქნება ქვეყანა ჩამოკიდებული, სახელმწიფოს მართვა, რეალურად გადავა ერის კაცებზე, გადანაწილდება პასუხისმგებლობა გამორჩეულ ადამიანებზე… ბატონი თემური, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, თუმცა ვეჭვობ, რომ ეს ამ საარჩევნო წელს მოხდეს, რადგან ხალხი მასიურად არ იცნობს მის თეზისებს, არ იცნობს “სახელმწიფი კაცების“ ინსტიტუტს. ხელისუფლებაში მოსვლა, ამ ეტაპზე, არარეალურია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, მთავარ ოპოზიციურ ძალად მოგვევლინოს(!)…

ხალხს მოსწყინდა “ნაცები“ და “ევრო-ნაცები“, საქართველოს მოსახლეობა, ალერგიულად ვერ იტანს ბოკერიებს, უგულავებს, ოქრუაშვილ-მერაბიშვილებსა და სააკაშვილ-ადეიშვილებს, სრულიად შესაძლებელია, მათი ადგილი, ნათელი წერტილით, “თეთრების“ მოსვლით შეიცვალოს საპარლამენტო სტრუქტურებში… ეს რეალობაა, აჯობებს, ოცნება ბატონ, ბიძინა ივანიშვილს დავუტოვოთ, თეიმურაზ შაშიაშვილს კი, რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გამარჯვებები ვუსურვოთ!..”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *