ავთანდილ (ზურაბ)ჩხაიძე: ქვეყანას დიდი საშიშროება ელოდება. პარტიათა ბრძოლა სკამებისათვის ტრაგედიამდე მიგვიყვანს!

გენერალი ავთანდილ ჩხაიძე ფეისბუქზე სტატუსს აზიარებს:

“არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ,რომ ე.წ ჟვანია- სააკაშვილის გუნდი საქართველოს ხელისუფლებაში მოსასვლელად ჯერ კიდევ 20-23 წლის უკან ემზადებოდა.რისთვისაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა საერთო სახალხო უკმაყოფილების გასაღვივებლად და რევოლუციური სიტუაციის მოსამწიფებლად.ამ მიზნის მისაღწევად მაღალი ეფექტურობით გამოიყენებოდა მედია საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც სპეციალურ მოზადებას გადიოდნენ და უხვად ფინანსდებოდენ საზღვარგარეთიდან.პირდაპირ შეიძლება ითქვას,რომ ე.წ ”მაიდანი”-ს სცენარი მზად იყო ჯერ კიდევ 2001 წლის ნოემბერში, თბილისში გამოსაყენებლად და რომ არა ზურაბ ჟვანიას პროვოკაციულ წინადადებაზე კახა თარგამაძის სწორი პასუხი,ვინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

შემდგომ იგივე სცენარის გამოყენება დღის წესრიგში 2003 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, მაგრამ იმის გამო რომ ”რევოლუციონერები” ვარდებით გაატარეს ქვეყნის უმაღლეს ორგანოში სიტუაციის გამწვავება საჭირო აღარ შეიქნა.აი კიევში კი 2014 წელს, ზემოთ აღნიშნული გეგმა ”წარმატებით” იქნა გამოყენებული ჩვენებურების განსაკუთრებული ძალისხმევით!

ფაქტია რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ე.წ ”მაიდნების” მოჭარბებული გამოცდილება გააჩნია! მოვლენების განვითარების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს,რომ ისინი ნოემბრისთვის იგივე სცენარით ემზადებიან და საამისოდ ყველა საშუალება მოქმედებაშია მოყვანილი. ამ ყველაფრის ე.წ რეპეტიცია იყო გასული წლის 20 ივნისი.ქვეყანას დიდი საშიშროება ელოდება. პარტიათა ბრძოლა სკამებისათვის ტრაგედიამდე მიგვიყვანს! იქნებ მოუსმინოთ და სახალხოთ იმსჯელოთ თემურ შაშიაშვილის წინადადებაზე, პიროვნებათა პარლამენტის შესახებ!(ეროვნული თანხმობის პარლამენტი)
მუდამ გვახსოვდეს დიდი ჭაბუას მოწოდება ”ჭკუით, ქართველებო!”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *