წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

 

ბატონო არჩილ,

პატივისცემით გიგზავნით წერილს, რომელიც ჩამოყალიბდა მეცნიერთა მოსაზრებებზე დაყრდნობით  და ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის სახელით, ერთი კვირის წინ, გადაეცა პოლიტიკურ პარტიათა ხელმძღვანელებს.

მიმაჩნია, რომ თქვენ ეს წერილი დაგაინტერესებთ და ვფიქრობ, ორმხრივ ინტერესში უნდა შედიოდეს საკონსტიტუციო ცვლილებამდე შეხვედრა მეცნიერთა იმ ჯგუფთან, რომელმაც დიდ მამულიშვილთა მიერ შექმნილი მოქმედების მანიფესტის, „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ მოსაზრებათა გათვალისწინებით, ორწლიანი მუშაობის შედეგად, შექმნა და ერთი წლის წინ  წიგნებად გამოსცა  ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი, ,,ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ  გადავრჩეთ“.  მით უფრო, რომ ეს პროგრამული დოკუმენტები, წერილთან ერთად (თან ერთვის), გასული წლის 12 მარტს, პირველი პარლამენტის შეკრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე, მეცნიერებთან ერთად, გადავეცი თქვენს წინამორბედს და მყარად შევთანხმდით შეხვედრის თაობაზე.  ვფიქრობ, თქვენც გაწუხებთ ის, რომ, ერთი წლის განმავლობაში, ვერ შედგა შეხვედრა ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფთან.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ პოზიციებზე, რომელიც ჩამოყალიბებულია პარტიებისადმი გაგზავნილ წერილში.  შეხვედრის შემთხვევაში წერილებში ჩამოყალიბებულ საკითხებს გარდა, დამატებით წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას დღემდე საქართველოს კანონმდებლობაში არსებული პარტიების კვალიფიციურობა – არაკვალიფიციურობასთან, პარტიების ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულით დაფინანსების დღეს არსებულ აბსოლუტურად მიუღებელ სისტემასთან დაკავშირებით, პრინციპულად მიუღებლად ვთვლით დამოკიდებულებას, რაც დღეს ქვეყანაში შექმნილია საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ დეპუტატებთან დაკავშირებით. საქართველოში ამ ხალხს საინფორმაციო საშუალებებშიც  კი გადაკეტილი აქვს გზა. ვერც იმას ვაძლევთ ახსნას, რომ  პარტია „თეთრები“ , რომელმაც გასული წლის 20 ივნისის მძიმე დღეების შემდგომ „მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში მონაწილეობის სურვილი, დღემდე არც ერთ შეკრებაზე არ მივუწვევივართ.

ბატონო არჩილ,

მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ მიიღებთ ამ წინადადებას და მეცნიერთა და პირველი პარლამენტის წევრთა 7-10 კაციან ჯგუფს შეხვდებით წერილში დასმულ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

მის. ქ.თბილისი, გრიბოედოვის ქ.6

ტელ.:597 57 04 19

e.mail.: tetrebigeorgia@gmail.com; teimuraz.g.shashiashvili@gmail.com,

ვებ.გვერდი.:www.tetrebi.org

იხ.მიმართვა პოლიტიკურ პარტიათა თავმჯდომარეებს

მიმართვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს,  ბიძინა ივანიშვილს

მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს (2019წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *