პოეტი გიზო თავაძე: უნდა შევაქო!

.პოეტი გიზო თავაძე “თეთრების” ლიდერს, თემურ შაშიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს:.

Gizo Tavadze: “თემურ შაშიაშვილის დაბადების დღე ყოფილა.უნდა შევაქო!
ახლა ამაზე ამიყეფდებიან, კომუნისტი იყოო (სოლიკო ხაბეიშვილი და მამუკა ასლანიკაშვილი იყო…) თანაც ისინი, პარტბიუროს მდივნები და ლენინური სტიპენდიანტები რო იყვნენ და იქიდანაც გამოსავალს რომ ელოდნენ…
თემურისთანა უშიშარი კაცი, მე იშვიათად მინახავს (შევარდნაძე თავზეხელაღებული იყო!..) სხვები რომ სოროებში ძვრებოდნენ, მან მკერდით გადაეფარა ქალაქს.
უმწირესი დაფინანსებით ქუთაისი ყველაზე სუფთა ქალაქად აქცია.
მან დადგა დიდი დავითის ძეგლი ქუთაისში.
მან ამხილა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა (ათასი ჯურის) ცრუ რეფორმატორები.
მე ცოტა მეგულება კაცი, თავისი ქალაქი და სამშობლო ასე უყვარდეს!..
ის არის კულტურის (მხატვართა საერთაშორისო პლენერი რად ღირს!..) შემოქმედების უსაშველოდ დამფასებელი (ჰკითხეთ მხატვრებს).
მას ლანძღავენ ისინი, გუშინ რო ფეხებს უკოცნიდნენ!..
სუსტი მხარეც ჰქონდა – კადრები, ზოგი რომ ოფისშიც არ უშვებდა, როცა მან თანამდებობა დატოვა!..
უნაკლო ძეხორციელი, აბა სად თქმულა!..
ხოლო, ვინაც მე ახლა ამ სიტყვებისთვის ამიყეფდება და გაწიწმატდება, წიწმატი მიატანოს ლეჩხუმურ (თუნდაც ბათუმურ) ლობიოს! .
მრავალჟამიერ, თემურ ბატონო!

მილოცვის პასუხად, თემურ შაშიაშვილი წერს:

გიზო ბატონო,სხვა განზომილება გქონდა ყოველთვის და გაქვს დღეს, როგორც მწერალს, როგორც კაცს, როგორც ქვეყნის მოყვარულს. ორი კლასიკოსი მწერალი ცხოვრობდა,ათასწლეულთა გასაყარზე ქუთაისში-,რეზო ჭეიშვილი  და ოტია იოსელიანი.ცოტა ვიცი,ორთავესთვის ერთნაირად სანაქებო რომ იყო.თქვენ იყავით.ეს არ იყო ადვილი.მიხარია ასეთი კაცი რომ მაქებს!

საგვარეულოში,არც დედის და არც მამის მხრივ,ერთიც კი არ იყო პარტიის წევრი.საერთოდ მეოცე საუკუნის კომუნისტებზე (მუხრანიც,რეზო,ოტია,აკაკი ბაქრაძე,ნიკო ჭავჭავაძე, ჟიული შარტავა და უამრავი კორიფე იყო მის რიგებში),დღეს ცუდს,მხოლოდ

ბოლშევიკთა შთამომავლები და თანამედროვე მასონები, გაბოროტებულნი ამბობენ . ისინი ნამდვილად არიან ერთი მოდგმის. პირდაპირ ვიტყვი,მეოცე საუკუნის ბოლო ოროი ათწლეულის ყველაზე გაფუჭებული კომუნისტიც კი,10 თავით მაღლა დგას, ეროვნული და კეთილშობილია , ვიდრე

დღევანდელი ბოლშევიკი,ანუ სოროსელი, მასონი… ქვეყანას უნდა ეშინოდეს მათი.

ჩემ ცხოვრებაში წამიც კი არ ყოფილა ანტიქართული.. ჩემგან ღალატი არ იქნება.

მოღალატეა ყველა,ვინც სოროსს და მის დამქაშებს აპარპაშებს,ვინც ასეთებს აძლევს ხმას.დღევანდელი პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა სოროსის ბუდიდანაა და იმიტომ გვაქვს საქმე კარგად.ტრამპის გამარჯვება დაასრულებს ამ უბედურებას.

დიდი მადლობა მოლოცვისთვის,იმისთვის,რომ ამის თქმის საშუალება მომეცა..გამარჯვებით!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *