ჩემგან ღალატი არ იქნება!…სხვა უფლება არ მაქვს, გარდა თავგანწირული ბრძოლისა სამშობლოსთვის,ყოველი ადამიანისთვის!

მადლობის სიტყვა ყველას ვინც მომილოცა დაბადების დღე.რა კეთილშობილებაა, ,რა მადლიერებაა ,რა პასუხისმგებლობაა...

მადლობის სიტყვა ყველას ვინც მომილოცა დაბადების დღე.რა კეთილშობილებაა, ,რა მადლიერებაა ,რა პასუხისმგებლობაა…

თქვენი კეთილშობილება , მეც მაკეთილშობილებს…თქვენი მადლიერება , უკვალოდ არ დარჩება და მადლიერების განწყობას დააბრუნებს ქართულ სივრცეში…

მე კარგად მესმის,რომ თქვენ, შვიდი ათასზე მეტმა ადამიანმა, ვინც ელექტრონულ სივრცის გამოყენებით გააკეთეთ ეს,რა დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ ჩემს მიმართ კეთილშობილებისა და მადლიერების გამოხატვით ..რამდენიმე ერთეულმა, დამოუკიდებელი პოსტი დადო.
2000 ზე მეტ კომენტარში,ერთეულ გამონაკლისს გარდა,საოცარი შეფასებებია.

ვიცი რას ნიშნავს ეს დღეს,როცა პოლიტიკოსებისადმი განწყობა პრაქტიკულად განულებულია.

ვამბობ ხმამაღლა და გულწრფელად, რა სიმდიდრე შეიძლება შეედაროს ამას…, ამისთვის ღირდა ცხოვრება და თუ კაცი ხარ,ამის პასუხი უნდა იყოს თავგანწირული ბრძოლა საქართველოსთვის, ყოველი ადამიანისთვის,მიუხედავად იმისა,როგორი განწყობა აქვს შენდამი!

ჩემგან ღალატი არ იქნება !მომავალი ამას მეტად დაადასტურებს!

ამის თქმის უფლებას მაძლევს ის,რომ მე მძიმედ,მაგრამ უკვე გადავიტანე მთავარი ომი-ომი საკუთარ თავთან ,გავიმარჯვე საკუთარ თავზე,ამოვშანთე ჩემში სიძულვილის გრძნობა,მთავარ წესად დავიმკვიდრე:

სიძულვილის კენჭიც რომ მესროლოთ,სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ !

დიდი მადლობა…სიყვარული აგვამაღლებს!
გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

თემურ შაშიაშვილი:  ეს ვარ მე.

● თემურ შაშიაშვილი მთავარია სიკეთით გამარჯვება! –

გიზო თავაძე: უნდა შევაქო

დიდი მადლობა, რომ თქვენმა წერილმა ამის შესაძლებლობა მომცა! – თემურ შაშიაშვილი

კობა გოდოლაძე: “ბატონი თემური ის კაცია , რომელსაც უკანმოხედვის არასდროს ეშინია 

ლია მიჩიტაშვილი:  აი, ასეთი უშიშარი კაცის დაბადების დღე იყო გუშინ… 

ზაალ ნემსაძე: ქვეყანას, სამწუხაროდ, ცოტა ჰყავს თემურ შაშიაშვილისებრი თავგანწირული კაცები!

რუსა ეჯიბია: გილოცავთ ბ-ნო თემურ საუკეთესო სურვილებით 

თამარ მაჩალაძე: ბევრი ვისწავლე მისგან! 

რეზო ბალანჩივაძე: ღმერთმა თქვენ დაგაკისრათ ქვეყნის ხსნის მისია! 

აბრაჰამ პაატა იოსები: ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს 

პარტია “თეთრები”: თემიმურაზ შაშიაშვილს ვუსურვებთ გამარჯვებას სამშობლოსათვის ღირსების ბრძოლაში!

თამაზ ჭეიშვილი: ბატონ თემურ შაშიაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს 

● გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ “ფონდი ვულოცავთ დაბადების დღეს.ძლიერება და გამარჯვება გვინდა ვუსურვოთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის

 #მადლობანდობისთვის! – გიზო თავაძეს

● ბატონ პაატა იოსებაშვილის მილოცვა ბატონ თემურ შაშიაშვილისადმი

●  ამირან ბუთურიშვილი: ვულოცავთ!

Салии Силагадзе (Salo Silagaadze) მსგავსი მზრუნველი და პატრიოტი ქუთაისს მართლაც არ ჰყოლია

სისტემა უნდა დაინგრეს!

 

—————————————————————————————————

ხალხი ქმნის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გუნდს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *