ვახში ჟვანია: სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს ჯერჯერობით ერთი პოლიტიკოსი – თემურ შაშიაშვილი!

ფბ მეკითხება – რას ვფიქრობ?

ვფიქრობ რომ გარკვეული ძალები კომპრომენტაციას უწევენ მეცნიერების მცდელობას, ვაიძულოთ ხელისუფლება მართვაში გაითვალისწინონ მეცნიერული კვლევების შედეგები, სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებები!

მეცნიერები არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას! ისინი იბრძვიან იმისათვის, რომ პოლიტიკოსები იყენებდნენ ყველა დარგში შესაბამისი მეცნიერების, ექსპერტების რჩევებს! ისე როგორც გამოიყენეს ექიმების კომპეტენცია!

ვინ ექსპერტმა ურჩია: ბენდუქიძეს და სააკაშვილს ყველაფრის გაყიდვა? სოფლის მეურნეობის თვიდ დინებაზე მიშვება? მეცნიერებათა აკადემიის დანგრევა?

ან ღარიბაშვილს საყდრისის აფეთქება?

ან განათლების მესვეურებს ასეთი რეფორმა?

ან ანაკლიის პორტის პროექტის ასე სამარცხვინოდ ჩაგდება?

ან რომელმა მეცნიერმა ახსნა რომ სრულად პროპორციული სისტემით არჩევნები უფრო დემოკრატიულია? (მაშინ რატომ არის ჩვენთვის სამაგალითო ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულად მაჟორიტარული სისტემა?)

რამდენი ასეთი . . . ან, ან, ან-ის ჩამოთვლა შეიძლება!?

რამდენი ასეთი არაკომპეტენტური გადაწყვეტილებებია მიღებული!?

ყველამ ვიცით,რომ ყაჩაღურად გამდიდრებული ვაი-ბიზნეს ელიტა ირგებს თავის თავზე კანონებს!
ხალხს წაართვეს რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლებაც კი

იგნორირებულია ჭეშმარიტი, მეცნიერული, ოპტიმალური მოსაზრებები!

ამის საწინააღმდეგოდ იბრძვიან მეცნიერები! და ამაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს ჯერჯერობით ერთი პოლიტიკოსი – ბატონი თემურ შაშიაშვილი!

მხოლოდ ბატონმა შაშიაშვილმა შეიტანა მეცნიერების მოსაზრებები თავის საარჩევნო პროგრამაში!
მხოლოდ ბატონი შაშიაშვილი არ შეუშინდა ნაციონალებს და არ გაიქცა სხვებივით საზღვარგარეთ!
შევარდნაძის დროინდელი ლიდერებიდან მხოლოდ შაშიაშვილს ვერ მოუნახეს კომპრომატები სააკაშვილის კაციჭამიებმა!

რეგიონალური მართვის მხოლოდ შაშიაშვილის პრაქტიკა გახდა, ევროპის ქვეყნებისა და აშშ–სათვის სამაგალითო!

ამავე დროს ამ გამოცდილებაზე სიტყვა არ თქმულა საქართველოს ოფიციალურ მედია სივრცეში
მხოლოდ შაშიაშვილია დღეს ყველა სამთავრობო და ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან ტაბუ დადებული!
რ ა ტ ო მ ?!
ვიფიქროთ ხალხო, ვიფიქროთ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *