მძიმე საუბარი :როგორ შეიძლება, სასწაულად მდიდარ ქვეყანაში, წარმოუდგენლად ღარიბად ვცხოვრობდეთ!?

ვაგრძელებ მეცნიერთა წინაშე გამოსვლის განწყობის საუბარს!
ბევრმა მას, იმედიანი უწოდა , ზოგიერთმა,ეჭვით შეხედა არაერთმა პოლიტიკოსმა მოიპარა ჩვენი იდეები და ტელევიზიებში თავს იწონებს…ეს ტელევიზიები ჩვენ არ გვიწვევენ და ხალხი ამ მატყუარა პოლიტიკოსებს აქებს და ადიდებს!

მოგვეხმარეთ, მეგობრებო,ბევრმა ნახოს ეს გადაცემა,გვიყუროს ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს
ოთხ საათზე,ყოველ პარასკევს,შვიდ საათზე…იქნებ გავარღვიოთ ეს საინფორმაციო ვაკუუმი,იქნებ, ნამუსმა შეაწუხოს ერთი რომელიმე ტელევიზიის ხელმძღვანელი და მიგვიწვიოს.. სრული რწმენით ვამბობ,ამ ქვეყანაში სასწაულის მოხდენა შეიძლება თუ შევძლებთ პოლიტიკიდან სოროსულ-მასონური ძალების განდევნას,შევცვლით მართვის სისტემას..როგორ შეიძლება,სასწაულად მდიდარ ქვეყანაში,წარმოუდგენლად ღარიბად ვცხოვრობდეთ!?

ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე რომ მოიმართება, ჩვენი ცხოვრებაც გეომეტრიული პროგრესიით დაიწყებს აღმასვლას! ასეთ დროს ხალხში უძლურობის განცდა “მაინც არაფერი შეიცვლება “, “არჩევნებს აზრი არ აქვს” ,ასე ხალხთან საუბარი დანაშაულია, ქვეყნის და ხალხის ინტერესების ღალატია. მეტიც, “ქართული ოცნებისა და ნაცმოძრაობის მხარდაჭერაა!!!!

დღეს მორალური ადამიანების ერთობას და თავგანწირულ მოქმედებას,სასწაულის მოხდენა შეუძლია..გვერდზე გადავდოთ პირადი წყენაც და ამბიციებიც, ერთად შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, დავდგეთ ხალხთან და სიყვარულით დავამარცხოთ ერთ პოლიტიკურ გუნდად შეკრული სიძულვილი და ერთად დავიბრუნოთ სოროსულ-მასონური, გაყიდული პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო,უდანაკარგოდ გადავამუშაოთ ქვეყანაში დაგროვილი პოლიტიკური ნაგავი…
რწმენით და იმედით,თავგანწირვით მოქმედებაა საჭირო…მე ამ განწყობით ვდგევარ,როგორც რიგითი ჯარისკაცი…..!
ჩემგან ღალატი არ იქნება!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *