თემურ შაშიაშვილი: „ რატომ გადავწყვიტე დეპუტატობა?

 

„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება ქუთაისის  მოჟორიტარად კენჭისყრის შესახებ. დღეს ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს.

„ რატომ გადავწყვიტე დეპუტატობა?

–  რადგან ვიცი ერთი და მთავარი, როცა საქმისთვის ხარ მომართული, არ გცალია ვინმეს წინააღმდეგ საბრძოლველად , რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია,თანამშრომლობა
მხოლოდ ძლიერი შეუძლიათ…
რომ ღმერთი ჩვენთან არის, არა სხვის,არა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, საკუთარ თავთან ბრძოლაში,მაშინ როცა ერთად ვართ საქართველოსთვის, ერთად ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს,ტრადიციულს, კაცობრიობის მიერ დამკვიდრებულ ღირებულებებს,როცა
აზროვნებ ეროვნულად ,გესმის ზოგადკაცობრიული და ერთად ვართ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში!

– რადგან  ვიცი, რომ ხალხის ,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი..რომ ჩვენი ერთობა მყარი მხოლოდ მაშინ არის,როცაპოლიტიკოსებს, ხელისუფლებას გაცნობიერებული გვაქვს ბიბლიური სიბრძნე: “მთავარში-ერთობა,სადაოში-თავისუფლება,მაგრამ ყველაფერში-სიყვარული!”

–  რადგან შევძელი საკუთარ თავში სიძულვილის დამარცხება, გავაცნობიერე,რომ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები და მაქვს ძალა პოლიტიკაში პიროვნულ ერთგულებაზე,პარტიულ ინტერესზმე მაღლა დავაყენო ქვეყნისა  და ხალხისადმი ერთგულება!

–  რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე რომ ასეთი საქართველოსთვის არ მოვაწერეთ ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას რომ ასეთი საქართველოსთვის არ შეუწირავს სიცოცხლე უამრავ ადამიანს,რომ ასეთ საქართველოსთვის არ დადო თავი ,ჟიული შარტავამ,რომლის მხარდაჭერითაც მოვედი დიდ ქართულ პოლიტიკაში!

ასეთია ჩემი განწყობა და სწორედ ამიტომ მივდივარ პარლამენტში! მივდივარძლიერი ქუთაისის და მომავლის საქართველოს მეცნიერული პროგრამებით!“ – ნათქვამია  თემურ შაშიაშვილის  მიერ დღეს გაკეთებულ მიმართვაში.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *