დოდო ესაკია: მახსოვს ბატონი თემურ შაშიაშვილის თავდადებათავისი ქალაქის და რეგიონის წინაშე

მე ქუთაისელი არა ვარ მაგრამ მახსოვს ბატონი თემურ შაშიაშვილის თავდადებათავისი ქალაქის და რეგიონისწინაშე. აგრეთვე იმ გაუსაძლისი და საქართველოს ისტორიის შავი ფურცლების პერიოდში როგორც ღირსეული პატრიოტის დაშუამავლის როლის შემდრულებლის.ეხლაც როცა ასეთი შემოტევაა როგორც გარეული ასევე შინა მტრებისა ბატონი თემურ კვლავ ქვეყნის სამსახურშია და თანაც როგორი შემართებით როგორი დასაფასებელი და ღირსეული ხალხით. რამდენ ჩვენს სასიქადულო მამულიშვილს აღმოხდა სული საქართველოს ბედნიერი მომავლის ძიებაში და ნატვრაში. ბატონმა თემურმა ეს შეძლო და პროფესიონალი ხალხი გააერთიანა რისთვისაც დიდი მადლობა მას.

ამჟამად კანადაში ვიმყოფები შვილთან სტუმრად და სოციალური ქსელით გისმენთ სულ და სიამაყის გრძნობა მეუფლება რადგანაც საქართველოში გვყავს ესეთი ეროვნული ხალხი. მე მარტო თქვენ არ გისმენთ არამედ სხვა პატრიოტ ხალხსაც ვუგდებ ყურს და მიუხედავათ იმისა რომ მე პატრიოტების მხარდამჭერი ვარ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მივეცი ყველაზე ზნეობრივ პოლიტიკოსს ბატონ თემურს. სხვათაშორის როცა შევედი საარჩევნო ოთახში ხმამაღლა გამოვაცხადე რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანას თუ გინდათ მომავალი ქონდეთ ზნეობრივ კაცს თავისი ზნეობრივი პროოგრამით მიეცით ხმა მეთქი. ეს პროპაგანდააო შემომძახეს. ბათუმში ხდებოდა ეს ყოველივე. ჰოდა თუ ესე გგონიათ რომ ეს პროპაგანდაა და არა სიმართლე მეთქი ნუღა წუწუნებთ ვიქნებით ისევ ამჭაობში თქო.

მეამაყებით ბატონო თემურ და უფალმა დაგილოცოთ გზა ამ კეთილშობილურ და სამშობლოსათვის ცივილიზირებულ გზაზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *