პროფ. რეზო ბალანჩივაძე: მე რომ ხელისუფლება ვიყო, ამ ერთხელ მაინც დავთმობდი ჩემს პოზიციას და შაშიაშვილის წინააღმდეგ ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებდი!

 

ქუთაისში – ექიმი თუ პოლიტიკოსი?მე, სამწუხაროს, ექიმს არ ვიცნობ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იგი საუკეთესო ექიმია, ამასთან, წესიერი, პატიოსანი, ზნეობრივი ადამიანი. ვიცნობ ბატონ შაშიაშვილს, რომელსაც ყველა ეს თვისებები ახასიათებს /გარდა ექიმობისა, რომელიც პარლამენტში სულ არ სჭირდება/და პლუს ამას აქვს ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება და ცოდნა. ექიმის წესიერებაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ ქვეყნის მართვის ნიჭი რომ არ გამოადგეს, მაშინ სად წავიდეთ?!

მე რომ ხელისუფლება ვიყო, ამ ერთხელ მაინც დავთმობდი ჩემს პოზიციას და შაშიაშვილის წინააღმდეგ ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებდი.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლანდელი შაშიაშვილი გაცილებით გამდიდრებულია ცოდნით, მეცნიერებთან მისი ურთიერთობის გამო. ამით რამდენიმე კურდღელს ერთდროულად დავიჭერდი:ქუთაისს /ქვეყნის მეორე ქალაქს/ გამოცდილ, აპრობირებულ ხელმძღვანელს ჩავაბარებდი,თანაც დემოკრატიული ქვეყანა რომ ვარ, ამასაც საჯაროდ ვაჩვენებდი და ხალხის გულსაც მოვიგებდი. ექიმს კი პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საუკეთესო პირობებს შევუქმნიდი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *