.პოლიტიკაში სპორტსმენობის გამო კი არა, შენი აზროვნებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო უნდა იყო!

რატომ მომრავლდა ბოლო ხანს სპორტსმენების გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მათი უხეში ძალის დემონსტრირებით? რატომ ცდილობენ შეგვაძულონ ის ადამიანები, ვინც არაერთხელ გაუთქვა სახელი ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე? რატომ გახდა ამ ბოლო დროს სიტყვა “სპორტსმენი” ბევრისთვის კრიმინალთან და შავ სამყაროსთან დაკავშირებული??? ასევე მომრავლდნენ ე.წ. სპორტსმენი კანონმდებლები” ვინც არათუ რაიმე სასიკეთოთი დაამახსოვრდნენ მოსახლეობას, არამედ თავიანთი რეაქციული მოქმედებით უკიდურესად უარყოფითი განწყობა მოიპოვეს საზოგადოებაში.

ქალბატონი ინესა ჭეიშვილი უამრავი მოქალაქის სათქმელს გამოხატავს:

“.იმდენი სპორტსმენი აპირებს პარლამენტში შესვლას სპორტულ კომიტეტს უფრო ემსგავსება. მოდიან არა ქვეყნისთვის არამედ მათი ბიზნესებისთვის. რა კანონების მიღებას უნდა ველოდოთ მათგან.?!”

რაზეც თეიმურაზ შაშიაშვილი პასუხობს:  ქალბატონო ინეზა,გეთანხმებით,მაგრამ,ეს არ არის სპორტსმენების ბრალი,ამას მშიშარა პოლიტიკოსები და ხელისუფლებები აკეთებენ...ზონდერების ფუნქცია მიანიჭეს ძალის მქონეთ. ამას ყველას ვერც გაუბედავენ. აბა სცადონ და ამ მიზნით გამოიყენონ,მართლაც,ცნობილი და ამავე დროს ზნეობრივი სპორტსმენები..მეცნიერები აქაც სხვა ხედვით არიან.პოლიტიკაში სპორტსმენობის გამო კი არა, შენი აზროვნებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო უნდა იყო.რომან რურუა,მანუჩარ მაჩაიძე, ენდი გოგლიჩიძე,გურამ გედეხაური.დიდი სპორტსმენები არიან,მაგრამ დღეს მათი სახელმწიფო კაცობა ქვეყნისთვის საჭირო.მათ და მათ ირგვლივ მყოფთ ვერც გაუბედავენ იმაზე საუბარსაც კი,რასაც სხვებს ავალებენ და აკეთებინებენ.ასე მგონია,ამოცანად აქვთ დასახული, სპორტსმენებს სახელი გაუტეხონ, შეაძულონ ხალხს!

დღეს დიდი ბრძოლა მიდის ავტორიტეტების წინააღმდეგ.ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ერთს,ერის მამა უნდა იყოს ერთი,სხვა ყველა ამ “დიად”მიზანს უნდა ვემსახურებოდეთ. ეს არის განდიდების ნიშნით შეპყრობილ სუსტთა იდეოლოგია.

პოლიტიკა,ასეთი ადამიანებით გაივსო.შემირცხვენია ყველა,ვინც ამას ემსახურება.სამშობლოს ერთგული უნდა იყო და არა უფროსის.მთავარი და უპირველესი,ისე უნდა იცხოვროს,რომ სიკვდილამდე არ მოკვდე.სხვისი მსახური უკვე მკვდარია,სამშობლოს მსახური უკვდავი.ყველა აკეთებს ისეთ არჩევანს,როგორიც თავად არის.

ღმერთო ამოშანთე თითოეულ ქართველში, საქართველოს მცხოვრებში მონური ფსოქოლოგია! უმრავლეს ქვეყანას სიამაყით სავსე მსახურები!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *