ამირან ბუთურიშვილი: თეთრები“ იწყებენ…

 

ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა შედგეს საქართველო სახელმწიფოდ?
და როგორ უნდა მოხდეს ეს?
უნდა შეწყდეს პარლამენტარობით კეკლუცობა და სპეკულირება. პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალი ადამიანებით, ჭეშმარიტად საქართველოს მომავალზე, მის განვითრებაზე ორიენტირებული ადამიანებით და არა ძველი თუ უცვლელი სახეებით, რომლებსაც მალე პარლამენტის შენობიდან თუ არ გაასვენებენ, პენსიაზე მაინც გაუშვებენ. არა იმდაგვარი ადამიანებით, რომელთაც უხარიათ ივანიშვილის თუ საქართველოსთვის სანქციების დადება მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში და რამდენიმე წლით დატკბეს ძალაუფლებით, სახელმწიფოს ბიუჯეტს მიუშვიროს საკუთარი ჯიბე. არც ისეთების, 4 წლის განმავლობაში რომ თევზებივით სხედან აკვარიუმში და მხოლოდ პულტზე თითის მიჭერა ისწავლეს.
1. საჭიროა საქართველოზე მაფიქრალთა პარლამენტი, რომელიც, ბუნებრივია, დანიშნავს ასევე საქართველოზე მაფიქრალ მთავრობას, რომელსაც ვერ შეაშინებს ვერავითარი კონგრესმენის მუქარა, როცა საქმე საქართველოს მომავალს ეხება.
2. უნდა აღდგეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი. ოღონდ, ისიც უნდა დაექვემდებაროს პარლამენტს და მის კონტროლს.

ვისგან დავიწყებდი პარლამენტის დაკომპლექტებას? იმათგან, ვისაც გააჩნია ქვეყნის გადარჩენის შესაბამისი პროგრამა და იმათგან, ვინც თავის თავზე აიღებს ამ პროგრამის რეალიზებას.
ასეთებად მიმაჩნია თეიმურაზ შაშიაშვილი და მეცნიერთა გუნდი. ისინი უკვე სრულიად საქართველოს მოსახლეობას აცნობენ პროგრამას, ტელევიზიები (იმის გამო, რომ პარტიული ნიშნით არიან დაფუძნებულები) იგნორირებას უკეთებენ ამ ჯგუფს და მის ლიდერს, სურთ, ხალხმა ნაკლებად შეიტყოს მათი არსებობა. მაგრამ სანთელ-საკმეველი ყოველთვის პოულობს თავის გზას.

ეს ჩემი მოსაზრებებია და თქვენ თქვენი გამოთქვით.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *