სტუდენტები, პედაგოგები, მეცნიერები – ავლაბარში!

 

mitingi 1სააკაშვილის ხელისუფლებამ განათლების რეფორმის ეგიდით სრულიად დაანგრია მეცნიერებისა და განათლების სისტემა.  პრაქტიკულად აღარ არსებობს მეცნიერებათა აკადემია. დეზორგანიზებულია მეცნიერთა მრავალათასიანი არმია , დანიავებული და განადგურებულია აკადემიის მატერიალური ბაზა, მოშლილია არაერთი დისციპლინის ქართული სამეცნიერო სკოლა.

ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი საშუალო სკოლა.  ის შეცვალა საჯარო, ანუ არასათანადო გონებრივი განვითარების მქონეთათვის შექმნილმა სკოლამ შესაბამისი პროგრამებით, სახელმძღვანელოებით, სწავლების შინაარსითა და მეთოდიკით. დღეს საქართველოს ბავშვები სწავლობენ იმ დონის პროგრამებით, რომლითაც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის განვითრებადი ქვეყნების სკოლებში.

უმაღლესი განათლება გახდა ელიტარული, შეზღუდული ძლიან მაღლი ქონებრივი ცენზით და სწავლების ფსევდოდასავლური ე.წ. „რეგულაციის’ ნეოფაშისტური წესებით, რომელთაც არავითარი ანალოგია არ გააჩნიათ ევროპაში და აშშ-ში. მხოლოდ აღნიშნული, „რეგულაციებით“ ქუჩაში უკანონოდ დარჩენილია ათი ათას სტუდენტზე მეტი;

გელათისა და იყალთოს აკადემიების სამშობლოში 21-ე საუკუნეში საშუალო სკოლაც აღარ არსებობს.  მსოფლიოში აღიარებული ქართული მათემატიკური, ლინგვისტური, ენათმეცნიერული, საისტორიო, ფიზიოლოგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური სკოლების სამშობლოში აკადემიური მეცნიერება განადგურებულია,

ყოველივე აღნიშნულს ჩამდენი,მეტიც, ამით მოამაყე 5 იანვარს ვადაგასასვლელი პრეზიდენტი გახლავთ.

– სკოლის მოსწავლის მშობელი, რომელსაც სურს, შვილმა მიიღოს ნორმალური განათლება უნდა მოვიდეს 4 იანვარს 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან;

– სკოლის მასწავლებელი, რომელსაც შერჩენია პროფესიული სიამაყე და კეთილსინდისიერება, რომელიც მწარედ განიცდის ქართული საშუალო სკოლის განადგურებას, უნდა მოვიდეს 4 იანვარს 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან;

– მეცნიერი, რომელსაც ფიზიკურად ძალუძს პროტესტი გამოთქვას ქართული მეცნიერების დაქცევისათვის, სასურველია მობრძანდეს 4 იანვარს 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან;

– სტუდენტები, რომლებიც ქონებრივი ცენზის გამო დისკრიმინაციულ მდგმარეობაში აღმოჩნდნენ და უნივერსიტეტის გარეთ დარჩნენ, უნდა მოვიდნენ 4 იანვარს 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან;

– ახალგაზრდობა – იმედი ხვალის, ვისაც გზა გაუმრუდა „ნაცმოძრაობის“ გაუკუღმართებულმა საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა პოლიტიკამ, უნდა იდგეს იქ, სადაც იმ წუთში წყდება სამშობლოს მომავალი. 4 იანვარს 13:00 საათზე ეს ადგილია  ავლაბრის რეზიდენცია;

გია სიხარულიძე

“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

2012 წლის 27 დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *