მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში

 

 მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემომთავაზა კენჭისყრა სხვა რეგიონებში. მიმაჩნია,რომ პოლიტიკოსმა კენჭი სწორედ იქ უნდა იყაროს, სადაც დაიბადა და გაიზარდა,სადაც მეტად გიცნობენ, მაგრამ შეგიძლია ყველას დეპუტატი იყო

არჩევის შემთხვევაში, მთელ საქართველოს ვაჩვენებ, რას ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი, ხალხის ინტერესების გამომხატველი და დამცველი დეპუტატი, რომელიც კარგად იცნობს ქუთაისს და მის პრობლემებს, იცის ქალაქის მთავარი გამოწვევები, გაცნობიერებული აქვს ქალაქის საკადრო, სამრეწველო და ინტელექტუალური პოტენციალი, იცის, რომ ძლიერი ქუთაისის გარეშე ვერც  თბილისი იქნება ძლიერი და ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე, საქართველო ვერ იქნება ძლიერი. იცის, რომ დღევანდელ საქართველოს დიდი ეროვნული შემოძახილი სჭირდება და დღეს ყველაზე მეტად ეს ეროვნული ენერგია, როგორც ამას მთელი საქართველო აღიარებს, ქუთაისს ჯერ კიდევ შემორჩა და განახლებული ეროვნული მოძრაობა სწორედ ქუთაისიდან უნდა დაიწყოს

სწორედ ეს არის მეცნიერთა დიდი გუნდის პოზიცია. ამ განწყობით შევქმენითმოქმედების მანიფესტიერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“,  ქვეყნის განვითარების კონცეფციაგზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ , პროგრამული დოკუმენტიახალი განზომილებარა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, რომელიც გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მივიღეთ გასული წლის 8 თებერვალს, დავითობას და განვაახლეთ მიმდინარე წლის დავითობას, გელათშიამ განწყობით არის შექმნილიხალხის წერილი ხელისუფლებას“, რომელიც დღევანდელობის ანარეკლი და სამოქმედო პროგრამაა, რომელსაც 100 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი

მოქმედების დროა! ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს!

ვიცი, რომ ყველაფერ ამას თავგადადებული და თავშეწირული ბრძოლა სჭირდება

ქუთაისმა უნდა იამაყოს მისი დეპუტატით. ეს კარგად რომ მაქვს გაცნობიერებული  ამიტომ ვაკეთებ მიმართვას, რომელიც აქვე ქვეყნდება და ვბეჭდავ იმ წერილს, რომლითაც რამდენიმე თვის წინ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს და ბიძინა ივანიშვილს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *