პროფ. რეზო ბალანჩივაძე: ძვირფასო ქუთათურებო, ჩემო თანაქალაქელებო: ენდეთ ბატონ შაშიაშვილს.

ბატონო თეიმურაზ!თქვენი ორატორული ნიჭი და მჭევრმეტყველება საქვეყნოდ არის ცნობილი, მაგრამ რაც მე გუშინ, პარასკევს, 7 აგვისტოს მოვისმინე ქუთაისში, ყველაფერს აჭარბებს. გაოცებული /უფრო ზესტად ალბათ, გაოგნებული/ვარ თქვენი პროგრამით, რომელიც მეცნიერულ დასკვნებზეა დაფუძნებული და იქ პიარის ნასასახიც არ ურევია, ყველაფერი რომ აღსრულდეს,რასაც თქვენ სთავაზობთ ქუუთაისსა და ქუთაისლებს, ქუთაისლები სამოთხეში იცხოვრებენ,დანარჩენ საქართველოსთან შედარებით.

პირდაპირ ვიტყვი: ძვირფასო ქუთათურებო, ჩემო თანაქალაქელებო: ენდეთ ბატონ შაშიაშვილს. იგი პატიოსანი, მართალი კაცია, თანაც ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი, ნაღდი ქუთაისელი. თუ მას, ანუ მის პროგრამას არ დაუჭერთ მხარს, ამით გამოუსწორებელ, საბედისწერო შეცდომას დაუშვებთ, რასაც საკუთარი შვილებიც კი არ გაპატიებენ /ნუ გაიყიდებით კაპიკებად. ნუ ჩაიდენთ ისეთ საქციელს, რომ მერე საკუთარი თავის შეგრცხვეთ! კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს პროგრამა თავიდან ბოლომდე მეცნიერულ გათვლებზეა დაფუძნებული.ვიმეორებ ენდეთ შაშიაშვილს! იგი გულმართალი და საქმის მკეთებელი კაცია!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *