გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. მე სხვა გზას არათუ ვერ ვხედავ, ვთვლი, რომ ეს არის დიდი ქართული გამარჯვების გზა და ვდგევარ როგორც რიგითი ჯარისკაცი იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც იგივე პოზიცია აქვს.

ტრადიციული ფეისბუქკონფერენცია. ვაგრძელებთ საუბარს მთავარ თემაზე: „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ.“

 

 

(სხვა გზა არის ის, რაც მეცნიერებმა შემოგვთავაზეთ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და იდეა, რომელიც ამას საფუძვლად უდევს „ეროვნული თანხმობის ხელისუფლება და პარლამენტი“

  • ლაო ცი „თქვენ გმართავთ ის, ვინც გაღიზიანებთ“
  • გზაგასაყარია: ან ვკარგავთ ყველაფერს და მივექანებით უფსკრულისკენ, ან ვირჩევთ გზას ბედნიერებით სავსე ცხოვრებისკენ.
  • განვლილი 30 წელი მცირე პოზიტიურთან ერთად, უმძიმესი აღმოჩნდა. 30 წლის თავზე, ერთის მხრივ, არნახული უნდობლობა, მეორე მხრივ, დამანგრეველი ფორმულა „მერე რა“ და მესამე შემაშფოთებლად გაძლიერებული განწყობა „მაინც არაფერი შეიცვლება“ ერთიც,მეორეც მესამეც არნახულად გვაპირისპირებს და აძლიერებს სიძულვილს.

ლოგიკურია თუ არა ყველაფერი, რაც ხდება? ლოგიკურია. 30 წელია, ყოველწლიურად შევდივართ ნატოში, 30 წლეია ყოველწლიურად შევდივართ ევროკავშირში, 30 წელია, ყოველწლიურად ბრუნდებიან ლტოლვილები აფხაზეთსა და ცხინვალში… 30 წელია, ხალხს ყოველწლიურად ვპირდებით უკეთეს ცხოვრებას. 30 წელია, ხალხს ყოველწლიურად ვპირდებით შიმშილისა და კორუფციის დამარცხებას. 30 წელია, ხალხს ვპირდებით სამუშაო ადგილებს. 30 წელია, ხალხს ვპირდებით აყვავებულ სოფლის მეურნეობას და იმას, რომ ვიქნებით სასურსათო უსაფრთხოების ქვეყანა, ანუ გამოვიკვებებით საკუთარი პროდუქტებით. 30 წელია, ყოველწლიურად ვპირდებით, რომ ყოველი ხელმძღვანელი , დეპუტატი, თუ საკრებულოს წევრი, პრეზიდენტი თუ სოფლის გამგებელი, ვიცხოვრებთ ისე, როგორც ცხოვრობს ხალხი და ვიქნებით ხალხის მსახური. 30 წელია, ხალხს ვპირდებით, რომ გვექნება ძლიერი განათლების სისტემა და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იქნება კულტურისა და მეცნიერების განვითარება.

კიდევ რამდენ  რამეს ვპირდებით, 30 წელია. და ამ ხნის განმავლობაში ხალხი ხედავს სრულიად საპირისპიროს.

არა მარტო უმძიმეს ყოფით პრობლემებს, არამედ გაუსაძლის სულიერ პრობლემებს ბრძოლას არა საქართველოსთვის, არამედ ყოველგვარი ქართულისა და ქართული ცნობიერების წინააღმდეგ.

მივიღეთ სოროსულ – მასონური ცნობიერების უმცირესობის ბატონობა ქართული ცნობიერების უმრავლესობაზე.

რით გახდა ეს შესაძლებელი?

მოკლედ ვპასუხობ: ფულით. მილიარდებით, რომელიც მიიღეს სოროსულ-მასონური გამწყობის არასამთავრობოებმა, და შეძ;ლეს ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით ელიტარული კორუფციის გაძლიერებით, სახელიწუფლებო სადავეების აღება.

საქართველოს წინ პოლიტიკური დიდგორი აქვს. მოვიგებთ – საქართველო გაბრწყინდება. წავაგებთ – კვდომის პროცესი გაგრძელდება და საქართველო,რ ოგორც ეროვნული სახელმწიფო დასრულდება.

ამ ომში მხოლოდ სპარტელების გამოთქმა გამოგვადგება: „ფარით ან ფარზე“ ან გამარჯვებული უნდა გამოვიდეთ ამ ომიდან, ან ღირსეულად დავეცეთ და ვიყოთ ფარზე დასვენებული.

მე ასე ვფიქრობ: თქვენ გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. მე ჩემთვის გადაწყვეტილება მიღებული მაქვს ამ ომში სჯობს ღირსებით იბრძოლო და ვერ გადარჩე , ვიდრე შეეგუო ყველაფერ ამას და ამით შეინარჩუნო სიცოცხლე და უყურო შენი ქვეყნის განადგურებას!

ქვეყანა სავსეა მორალური ადამიანებით. მოაზროვნე ადამიანებით. კაცებით და ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე. სწორედ ამ ხალხშია იმედი. ძალიან ბევრი უკვე აცნობიერებს, რომ ლიბერალურ, მასონურ, სოროსული ძალების მიერ შემოთავაზებული იდეოლოგია მიმართულია კაცობრიობის წინააღმდეგ და დღეს საშურია ისეთ პოლიტიკოსი , რომელიც ამას უპირისპირდება ამის მაგალითს აშშ პრეზიდენტი ტრამპი აძლევს მთელ მსოფლიოს. ბევრისთვის ძნელად დასაჯერებელია, რა რისკიანი გადაწყვეტილებები მიიღო 77 წლის კაცმა  და როგორ დაუპირისპირდა  ერთ მუშტად შეკრულ მსოფლიო ტრილიონერებს (და არა მილიარდერებს) .

მე ამ დღეებში სიამაყით წავიკითხე ფილოსოფოს მერაბ გვაზავას წერილი ფეისბუქზე. ეს კაცი ეროვნული მოძრაობის სათავეებიდან მოდის. ერთ ერთია, თუ ერთადერთი არა, ვისაც საუკეთესო დამოკიდებულება ჰქონდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებტან. რომელსაც აზრს ეკითხებოდნენ , ვისცგანაც რჩევას იღებდნენ ქუთაისსა და სრულიად საქართველოში ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა დონისა და მასშტაბის წარმომადგენლები.

„უცნაურ დროში ვცხოვრობთ. ჩვენს თვალწინ დასავლური ცივილიზაცია იღუპება. მიზეზი ყველასათვის ნათელია, ვისაც თვალის გახელა არ ეზარება: ლიბერალიზმი. ეს ფარისევლური იდეოლოგია პირწმინდად უარჰყოფს ისტორიულ გამოცდილებას, არადა გაჩენის დღიდან ისტორია ერთადერთ რამეს გვასწავლის: ყველა ისტორიული კატასტროფა, ყველა დიდი კატაკლიზმი ზნეობრივი დეგრადაციის შედეგია; დღესაც იგივე ხდება, უზნეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ნგრევაც დაიწყო; მსოფლიოში ლიბერალიზმი კვდება, ჩვენში კი მისი აღორძინებისთვის ზრუნავენ. ამას ვგულისხმობ, როცა უცნაურ დროზე ვლაპარაკობ. ქართული ოცნება, ნაცმოძრაობა, თუ ევროპული საქართველო კვლავ “დასავლურ ღირებულებებზე” არიან კონცენტრირებულნი; ამ ღირებულებებში არც რენესანსი იგულისხმება, არც ბალზაკი და არც გოეთე, არამედ ყბადაღებული “უფლებები”, “უმცირესობები” “თავისუფლება” და ყველა ბოროტი სიცრუე, რითაც სუსტი გონების ადამიანების ზომბირებაა შესაძლებელი. ამ მასას წარმოდგენაც არა აქვს ბუნების სამართალზე (ღმერთზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ ყველაფერი პათოლოგიაა, რაც არაბუნებრივია. ისინი უკვე ძეგლებს ანგრევენ, ზანგებს ფეხებს უკოცნიან, ერთი სიტყვით სიგიჟის ყვალა ნიშანს ამჟღავნებენ. დასავლეთის მოაზროვნე თავებმა უკვე უწოდეს ამ მოვლენას კულტურის სუიციდი. თუმცა ტყუილად ვიცვეთ ენას, ჩვენს ლიბერალებს არაფრის დანახვა და გაგონება არ სურთ, ისინი ერთგულობენ ძვირფას მიცვალებულს; ნამდვილად ღმერთი უხშობს ამ ხალხს გონებას, თორემ თითქმის ასი პროცენტით კონსერვატულ ქვეყანაში ლიბერალიზმი როგორ უნდა იქადაგო. რასაც მოიმკიან, თავად ნახავენ, მაგრამ ქვეყანას ხომ აბრკოლებენ. ჩვენ ახლა ტრამპსა და მის ადმინისტრაციას უნდა ვუდგეთ გვერდით, ეს ჩვენი ისტორიული შანსია, რომელსაც ხელიდან ვუშვებთ. ლიბერალური პარტიები თვალში ნაცარს გვაყრიან და გაიძახიან, რომ ამერიკა ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია; ტრამპს უპირებენ მოტყუებას ყველაზე დიდი ფარისევლობა ისაა, რომ ლიბერალები დემოკრატიის (რაც უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს) სახელით ძალადობენ უმრავლესობაზე, როცა პათოლოგიებს გვაჩრიან ვროპული ღირებულებების სახელით“

უნდა გავმაგრდეთ. მოქმედების დროა. ყველაფერი გადაგვიკეტეს. პრესაც კიდაიხურა . აღარ ვსაუბრობ ტელევიზიებზე. ფეისბუქზე გვერდები გაგვიუქმეს. გვართმევენ ყველაფერს, რისი წართმევაც შეუძლიათ. ანგარიშებს გვიყადაღებენ. ბრძოლა არის უშეღავათო. ამ ბრძოლაში ეროვნული განწყობის პროგრესული ადამიანები აგებენ იმით, რომ

  1. ხალხში არნახულად არის უნდობლობა ყველასადა ყველაფრის მიმართ
  2. პოლიტიკურად მოწამლულნი პარტიული ბოსების მიერ ნაყიდი ადამიანები ხალხს ასე აწყნარებენ: „მერე რა“ ანუ ყველაფერს ამართლებენ, რაც ხდება.
  3. საშიში გახდა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. ხალხში ამ აზრს ავრცელებს, არჩევნებზე არ მიდის, სხვასაც იგივეს მოუწოდებს და ამით პრაქტიკულად ეხმარება ლიბერალურ-მასონურ სოროსულ ძალებს, იბატონონ ეროვნული განწყობის ჯანსაღ უმრავლესობაზე.

ათასზე მეტ წერილს ვიღებ ყოველდღიურად . თუ ფეისბუქის კომენტარებს ჩავთვლით, ეს ციფრიგაორმაგდება. მადლობა ყველას რჩევებისთვის, კეთილი განწყობისთვის, მხარდაჭერისთვის. ერთი წინადადებით გპასუხობთ. ჩემგან რალატი არ იქნება.

დღეს ყველაზე მეტად მაწუხებს და ხალხთან ყოველი შეხვედრა ამაში მარწმუნებს, რომ

  1. ხალხს არ სჯერა არა მარტო ხელისუფლების, არა მარტო პოლიტიკოსების და პარტიების, არამედ და ეს არის საშინელება, არ სჯერა ინტელიგენციის.
  2. ხალხში ამკვიდრებენ აზრს, რომ ქვეყანაში აღარ არის მეცნიერება, აღარ არიან დიდი მეცნიერები, და რა პროგრამები უნდა შემუშავდეს. მე მირჩევენ რომ მოვეშვა მეცნიერებს და ვიმოქმედო ისე, როგორც მოქმედებდნენ აქამდე ის პარტიები, რომლებმაც გაიმარჯვეს და როგორც დღეს იბრძვიან სხვები გამარჯვებისთვის (მთავარია სიკეთით გამარჯვება)
  3. არ სჯერათ, რომ არჩევნების მოგება შეიძლება ფულის გარეშე, შიშველი ხელებით.
  4. არ სჯერათ, რომ ქვეყანა ამოისუნთქებს, თუ არჩევნებზე განვთავისუფლდებით ერთმანეთის მიმართ მტრულად დაპირისპირებული ყველა პოლიტიკური ძალისგან.
  5. არ სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულმა პროგრესი გააჩერა ქვეყანაში, რომ სჯობდა, საერთოდ არ ყოფილიყო ეს ფული, ან ის უპირველესად, სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარებოდა.
  6. არ სჯერათ არც პროგრამების და არც კარგი მაგალითების
  7. არ სჯერათ იმ გამოცდილების, რომელიც მე დამიგროვდა, როგორც ქალაქის მერს.

კიდევ კარგი, რომ ფეისბუქი მაინც არსებობს. რომ ადამიანებს იმედი მივცეთ. და შევქმნათ განწყობა მოქმედების და პირდაპირ და ხმამაღლა ვთქვათ: ვინც კარგ დრო ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის

ყველაზე დიდი კრიტიკა დღევანდელი და წინა ხელისუფლების, არის მთელ ქვეყანაში მოდებულ გამოთქმაში: „გეკუთვნის, მაგრამ არ გაგიშვებენ“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *