‘თეთრები” ვირჩევთ სხვა გზას და ამ განცხადებით ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას – “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”.

გილოცავთ ჩვენს მხარდამჭერებსა და მეგობრებს. პარტია “თეთრები” უკვე რეგისტრირებულია და იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ეს არის უნიკალური ფაქტი, რომ 11 წლის წინ დაფუძნებული პარტიისთვის ეს პირველი არჩევნებია, რადგან ჩვენთვის მთავარი იყო არა არჩევნები, არამედ რეალური პროგრამების შემუშავება ქვეყანაში მართვის სისტემის შესაცვლელად. ჩვენ არჩევნებში ვმონაწილეობთ მას შემდგომ, რაც მეცნიერთა დიდი მონაწილეობით შევქმენით ქვეყნის განვითარების კონცეფცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, პროგრამული დოკუმენტები “ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”. კონკრეტულ მაგალითზე ვაჩვენეთ გზა, როგორ შევძლებთ მდიდარ ქვეყანაში არ ვცხოვრობდეთ ღარიბად და ვცხოვრობდეთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული, პარტიის უმაღლესი ორგანოს – კონგრესი ჩატარდეს სამ სესიად. პირველი შედგება 25 აგვისტოს, მეორე – არჩევნების წინ, მესამე – არჩევნების შემდგომ.

კონგრესის პირველ სესიაზე გაცხადდება პარტიის საბჭოს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სიახლე, რომლის მსგავსი ქართულმა პოლიტიკურმა სივრცემ არ იცის და არჩეული იქნება პარტიის თავმჯდომარე და ხელმძღვანელი ორგანოები.

კონგრესის მეორე სესიაზე წარდგენილი იქნება სრული საარჩევნო პროგრამა და მომავლის სტრატეგია. კონგრესის მესამე სესიაზე შეჯამდება მთელი საარჩევნო პროცესი და გაკეთდება მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისადმი და საქართველოს ნამდვილი მეგობრებისადმი.

ჩვენ ვირჩევთ სხვა გზას…ვიმოქმედებთ გაბედულად და მიუხედავად ჩევნთვის დახშული სატელევიზიო და საერთოდ, საინფორმაციო სივრცისა, ჩვენი მხარდამჭერებისა და მეგობრების საშუალებით, მსოახლეობასთან უშუალო შეხვედრებითა და კონტაქტებით, შევძლებთ ხალხამდე ჩვენი სათქმელის მიტანას.წარსულს უნდა ჩაბარდეს ბელადებისა და მდიდრების ბატონობა, უზნეო უმცირესობის უფროსობა ზნეობრივ უმრავლესობაზე და ფულისუფლების ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ბუნებრივ გზას – ქართულ გზას. ნიჭის ძალაუფლების გზას. ჩვენგან ღალატი არ იქნება. ხმის მიცემის კაბინა თითოეული ადამიანისთვის სინდისის კაბინად უნდა იქცეს და ქვეყანაც გაიმარჯვებს!

ამ განცხადებით ჩვენ პრაქტიკულად, ვიწყებთ საარჩევნო საარჩევნო კამპანიას.

“თეთრები” იწყებენ და იმარჯვებენ!

პარტია ‘თეთრების” პოლიტიკური საბჭო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *