ვასილ კიკალიშვილი: თეიმურაზ შაშიაშვილი შეძლებს გაერთიანებას იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ ქართული განწყობა

მე როგორ რიგითი მოქალაქე, თამამად ვაცხადებ რომ მხარდაჭერას და ნდობას ვუცხადებ ბატონ – თეიმურაზ შაშიაშვილს, საქართველოს პარლამენტის როგორც უპირველესი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატობის (სრულიად დამსახურებულად) კანდიდატს.

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ ვყოფილვარ და არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი (მათ შორის ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდშიც) ვაფიქსირებ, რომ ბატონი თეიმურაზი არის ქართული ღირებულებებების მატარებელი, ეროვნული განწყობის, აკადემიური, ქვეყნის და საკუთარ ქალაქზე შეყვარებული (უანგაროდ) პოლიტიკოსი. პიროვნება დიდი გამოცდილებით, მართვის სისტემის ცოდნით, ქუთაისის – მისი როგორც ქალაქის პოტენციალის ცოდნით. არამარტო იმით, როგორც თავად უთქვამს – კენჭიც კი მიყვარს ამ ქალაქშიო, არამედ ის კენჭი სად დევს როგორ დევს ან როგორ უნდა იდოს იმითაც. პილიტიკოსი, რომელსაც შეუძლია პოლიტიკა გააადამიანუროს, ხალხისაკენ გადახაროს ძალაუფლების ბერკეტი, გზა გაუკვალოს ნიჭს და ქუთაისიდან გააკეთოს დიდი ეროვნული შემოძახილი მთელი საქართველოსთვის.

ნამდვილად არის დრო შეხიდების, ქალაქისა და ქვეყნისთვის რომ შევერთდეთ და ამით მოვიდეს მოქმედებაში ქვეყნის პოტენციალი მეცნიერულ აზრზე და თანამდროვე პროგრამებზე დაყრდნობით. იმისთვის, რომ სამყაროს ორმა პრინციპმა დაიწყოს საქართველოში მოქმედება 1) ჯანსაღი კონკურენცია და 2) დაცული ადამიანი. მოვდივარ თავშეწირვისთვის – მისი სწორად შერჩეული სიტყვებია.

დიდია იმედი, რომ თეიმურაზ შაშიაშვილი შეძლებს გაერთიანებას იმ ადამიანების , იმ ინტელექტუალური პოტენციალის, რომლებსაც აქვთ ქართული განწყობა და სული, ხოლო სუნთქავენ მსოფლიო სუნთქვით. ბატონი თემურ, რადიან კიპლინგის ეს სიტყვები მართლაც რომ შეესაბამება თქვენს პიროვნულ და ინტელექტუალურ პოტენციალს – „ბრბოში იყო და დარჩე კაცად, მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ხალხი“. გამარჯვებით ქუთაისისთვის და საქართველოსთვის.

სიკეთით და პატივისცემით ვასილ კიკალიშვილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *