მინდია უგრეხელიძე: შევარდნაძეს სურდა, სააკაშვილის ფრთა ჩაენაცვლებინა ჟვანია-შაშიაშვილის ფრთით

mindia igrჟურნალ გზაში გამოქვეყნდა ცნობილი იურისტის, მეცნიერის მინდია უგრეხელიძის  ინტერვიუ, სადაც ის  საინტერესო დეტალებს იხსენებს:

“ადამიანები, რომლებიც მაშინ შევარდნაძის ფრთის ქვეშ იყვნენ და “მოქალაქეთა კავშირის” საინტერესო ნაწილს შეადგენდნენ…. იუსტიციის საბჭოში 12 კაცი იყო; თანამდებობრივად პირველი მე ვიყავი, მეორე თუ მესამე ფიგურა სააკაშვილი გახლდათ. შევარდნაძის ჯგუფის წევრებად მიიჩნეოდნენ, თითქოს უტევდნენ კონსერვატორებს, მაგრამ სინამდვილეში, მობრუნდებოდნენ ხოლმე და თავისიანებს ებრძოდნენ, რომ მომავალში როგორც ოპოზიციონერები, ისე წარმოჩენილიყვნენ საზოგადოებაში.

ეს აშკარა იყო. ამას შევარდნაძე რომ მიხვდა, ცდილობდა, მათთან დავეპირისპირებინე და ამით თავისი სკამი შეენარჩუნებინა.

შევარდნაძემ გადაწყვიტა სააკაშვილის ფრთა ჩაენაცვლებინა ჟვანია შაშიაშვილის ფრთით მაგრამ მაშინ ზურაბ ჟვანია და თემურ შაშიაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ და ეს გეგმა შევარდნაძეს არ გამოუვიდა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *