“თეთრები”ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას.

დღეს,პირველ სექტემბერს,17.30 საათზე,”თეთრების”კონგრესი მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშარისო ცენტრში! კონგრესი გადაიცემა პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მორალურ ადამიანებს თანადგომისა და  მხარდაჭერისთვის!

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, რომ საქართველოში არჩევნებით გაიმარჯვოს ხალხმა და არა პარტიამ…

● ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,რომ საქართველოში დამთავრდეს
პოლიტიკოსთა დიქტატურა… დამთავრდეს უზნეო უმცირესობის ბატონობა,ზნეობრივ უმრავლესობაზე…

● ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, რომ ერთ მუშტად შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე და სიყვარულით დავამარცხოთ პოლიტიკოსთა მიერ გამეფებული სიძულვილი,…სიყვარულით დავამარცხოთ დამანგრევლად შეერთებული ბოროტება…

● ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, რომ საქართველოში იყოს ნიჭის და არა ფულის ძალაუფლება..

● ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, რომ ხალხს დავუბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული სამშობლო…

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ,რომ ის მსახურია და არა უფროსი,…რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება..

● ჩვენ ერთნანეთს ვჭირდებით, რომ მთელს ქვეყანაში, დიდსა და პატარაში გაცნობიერდეს,რომ განახლებული ეროვნული მოძრაობუს გარეშე,არ გვაქვს დიდი ქართული მომავალი!

მეგობრებო,გზაგასაყარზე ვართ..

საქართველოში საქართველოა გადასარჩენი,ქართველში ქართველია გადასარჩენი, აფხაზში-აფხაზია გადასარჩენი, ოსში-ოსია გადასარჩენი..

ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი!
მხოლოდ მეცნიერებაზე  დამყარებულ მორალური ადამიანების ერთობას შეუძლია მისცეს მომავალი ხალხს და ქვეყანას!

მოქმედების დროა!
“თეთრები” ვიწყებთ მეცნიერებით და ხალხთან ერთად ვიმარჯვებთ!
ჩვენთვის მთავარია სიკეთით გამარჯვება!

“თეთრები” იწყებენ (ფლაერი)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *