მურად ჭანტურია: საქართველოს და ქუთაისს ვუსურვებ თქვენს გამარჯვებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში!

მოგესალმებით, ბატონო თემურ!

მე ვიცი, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ, პარტიული სიის პირველ ნომრად (თუ საერთოდ) იყაროთ კენჭი.

ამასთან დაკავშირებით, ნება მომეცით, ერთი იგავური ამბავის ნაწყვეტი გაგაცნოთ,  ჩემი მხატვრულ-დოკუმენტური წიგნის – „წუთისოფლისა, ანუ შუბლით დანახული ამბების“- მეორე ნაწილიდან:

„…მერე მოვლენები ჩემთვის გაუგებარი ლოგიკით წარიმართა. ჩვენმა ნაცნობმა ‘’ეროვნულმა მოღვაწეებმა’’ ადგილობრივი ხელისუფლება კაბინეტებიდა გარეთ გამოყარა და შენობაში თვითონ მოკალათდნენ… იძულებული  (გულწრფელად გეუბნებით!), გავხდი რამდენიმე თანამოაზრე ინტელიგენტთან ერთად დამოუკიდებელ დეპუტატობის კანდიდატთა ჯგუფი შემექმნა და მაშინ ჩატარებულ პირველ პოსტსაბჭოთა მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. მოხდა იმდროის საქართველოში უპრეცენდენტო შემთხვევა: ‘’მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოც’’ კი უკან ჩამოვიტოვეთ და ქალაქის საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით გავედით. რაიონის პრეფექტურასთან მცირედი (იდეურს ვერ დავარქმევ!) უთანხმოების გამო ქალაქის ხელმძღვანელ მუშაკთა პირველი ვარიანტი ვერ დავამტკიცეთ და სახელდახელო სათადარიგო ვარიანტს დავჯერდით. ამ სათადარიგო ვარიანტში გამარჯვებული უმრავლესობის  დაჟინებული მოთხოვნით მე ქალაქის საკრებულოს სპიკერი უნდა ვყოფილვიყავი. მართალი გითხრათ, თავიდანვე არ მესიამოვნა ეს იდეა, რადგა ვიფიქრე: ხალხს ეგონება, ეს ამბავი მე ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ გავაკეთე, არამედ რაღაც ადგილს დავხარბდი… საბოლოოდ დავთანხმდი იმ პირობით, რომ საკრებულოსა და გამგეობის რეგლამენტების დამტკიცების, სათანადო სტრუქტურების შექმნა ჩამოყალიბებისა და კიდევ რამდენიმე აუცილებელი დადგენილების მიღების შემდეგ გადავდგებოდი…

ჰოდა, ჩემი აზრით, ‘’დრო რომ მოვიდა’’, გადავდექი!

მართალი გითხრათ, დიდხანს ‘’ვტრაბახობდი’’: საქართველოში მე ვარ ერთადერთი კაცი, რომელის რაღაცა მაინც თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა-მეთქი!

ალბათ, დიდხანს მექნებოდა ეს თემა სალაპარაკოდ, რომ არა ერთი ზუგდიდელი, ჭკადუაშელი, კაცი უჯუშ ჭითანავა, რომელმა ამ ამბის მოსმენისას მოულოდნელად მკითხა:

მურად, თვალებში შემომხედე და კაცურად მითხარი: საკრებულოში ან შენს ქალაქში შენი გადადგომის შემდეგ საქმე უკეთ თუ წავიდა?

ჩავფიქრდი

თვალებში ჩავხედე და

უნებურად გავწითლდი!

ჩაიცინა: ,,შენ მხოლოდ შენს თავზე, შენს თავმოყვარეობაზე გიფიქრია, ქალაქზე კიარაო!‘‘                                                                                                                                            

21.09.2013.

თქვენც,  არ გაიმეოროთ მსგავსი შეცდომა! თქვენ ჩემზე უკეთ იცით, ჩვენი თავმოყვარეობა და ავტორიტეტი არაფერია საქართველოსთან შედარებით! საქართველოს პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს თქვენისთანა ცოდნის, გამოცდილებისა და შემართების პარლამენტარი! ეს თქვენ კი არა, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სჭირდება!  თემურ შაშიაშვილი ყოველ მიზეზის გარეშე უნდა იყოს „თეთრების“ პარტიულ სიაშიც, თანაც პირველ ნომრად.

იმედი მაქვს, ამ საკითხს პირადად, ერთპიროვნულად, არ გადაწყვეტთ და ამ ჩემს წერილს ამობეჭდავთ და თქვენს თანამებრძოლებს, თანამოაზრეებს გააცნობთ. საბოლოო სიტყვა მათზე იყოს!

უღრმესი პატივისცემით,

მურად ჭანტურია

ქ. ჯვარი

02.09.2020.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *