გიგზავნით ჩემს გადაწყვეტილებას მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის თაობაზე

 

გიდასტურებთ პატივისცემას და საარჩევნო პროცესში თანამშრომლობის დიდი სურვილით გიგზავნით ჩემს გადაწყვეტილებას მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის თაობაზე  და წერილს: „2020 წლის არჩევნები იმაზე მეტია, ვიდრე არჩევნები. ეს არის ღირსების ბრძოლა საქართველოსთვის“.

ჩემი დიდი სურვილია, გაეცნოთ ამავე ბუკლეტში გამოქვეყნებულ წერილს, რომლითაც ორ თვეზე მეტი ხნის წინ, მივმართე საქართველოში რეგისტრირებული ყველა პარტიის თავმჯდომარეს და რომლის მთავარი მიზანი იყო მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული წინადადება ეროვნული თანხმობის პარლამენტისა და ხელისუფლების ფორმირების თაობაზე.  სინანულით ვამბობ, მეცნიერთა ეს წინადადება არ იქნა გათვალისწინებული. სწორედ ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტია „თეთრების“ კონგრესმა, რომ პარტია დარჩენილიყო მეცნიერთა მიერ შემუშავებული პრინციპების ერთგული და მისი   საარჩევნო სია სწორედ ამ  პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულიყო

ჩვენთვის უპირველესია, ამომრჩეველი გაეცნოს პარტია „თეთრებისა“ და მეცნიერთა თანამშრომლობით შემუშავებულ  პროგრამული დოკუმენტებს.

იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ჩვენთვის პრაქტიკულად დახშულია სატელევიზიო და საერთოდ, საინფორმაციო სივრცე და არც პერსპექტივაში ვხედავთ უკეთესობას, ერთადერთი რაც გვრჩება, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, სპორტის, სოციალური და კომუნალური მიმართულების ორგანიზაციების, წარმომადგენლებთან, წარმოება-დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეებთან,  მოსახლეობასთან შეხვედრებით, პარტია „თეთრების“ უშუალო ხელმძღვანელობითა და  კოორდინაციით შევძლოთ ცნობილი მოღვაწეების მიერ ხელმოწერილი მოქმედების მანიფესტის -„ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელწიფო“ და მეცნიერთა მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტების: „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“ , „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“  წარდგენა – გაცნობა .

ინფორმაციისთვის, ყველა ეს დოკუმენტი განხილული და მიღებულია გელათის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, მცხეთის, თელავის, რუსთავის, ბორჯომისა და ახალციხის მეცნიერთა კონგრესებზე, არა მარტო მეცნიერთა, არამედ ქვეყნის ცნობილი ადამიანების მონაწილეობით. ისიც სამწუხაროა, რომ ცენტრალურმა საინფორმაციო საშუალებებმა მომავლის საქართველოზე ორიენტირებული არც ეს კონგრესები გააშუქეს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას და საერთო ძალისხმევით მივაღწევთ, რომ  საარჩევნო კაბინა იქცეს „სინდისის კაბინად“. ეს წერილიც და ჩვენ მიერ გამოცემული ბუკლეტიც ემსახურება იმას, რომ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების  ქუთაისის მოსახლეობა არ დავაპირისპიროთ, არ დავყოთ პარტიულ სამთავროებად, „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“, ანუ მოწინააღმდეგეებად,  მეტიც, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ქუთაისიდან დიდი ეროვნული შემოძახილის გაკეთება მთელი საქართველოსთვის.

დარწმუნებული ვარ, მომეცემა საშუალება თქვენთან შეხვედრისა და პროგრამების წარმოდგენის.  გეწვევით შეთანხმებულ დროს.

 

პატივისცემით,

თეიმურაზ შაშიაშვილი

ტელ.:597 57 04 19

e.mail.: teimuraz.g.shashiashvili@gmail.com

tetrebigeorgia@gmail.com

საარჩევნო შტაბის მის.: ქუთაისი, თამარ მეფის ქ.18

საკონტაქტო პირი: გოგიტა გოგელაშვილი

ტელ.:574 59 15 91

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *